მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, ასევე შუა დერეფნის თვალსაზრისით და აღნიშნულ ვიზიტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს
„ჩვენ განსაკუთრებული თანამშრომლობა გვაქვს ყაზახეთთან ტრანსპორტის, ტურიზმის, მათ შორის, შუა დერეფნის კონტექსტში, ასევე ვაჭრობის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ყაზახეთში ვიზიტის შეფასებისას.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნულ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის, ისევე როგორც ყაზახეთის რესპუბლიკასთან არსებული მეგობრული ურთიერთობების გაძლიერების თვალსაზრისით.
ეკონომიკის მინისტრის თქმით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს ყაზახეთის ხელისუფლების პირველ პირებთან.
„ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი ვიზიტი იქნება, მათ შორის შედგება მრავალი ორმხრივი შეხვედრა - ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების, ისევე როგორც ყაზახეთის პრეზიდენტთან. ჩვენ ასევე გვექნება ორმხრივი შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან, რომლის ფარგლებშიც ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავება“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრი ყაზახეთთან თანამშრომლობის კუთხით განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ორი ქვეყნის როლზე შუა დერეფნის კონტექსტში.
„მინდა, განსაკუთრებულად გამოვყო ჩვენი ორი ქვეყნის როლი შუა დერეფნის კონტექსტში, რამდენადაც უკვე ძალიან მზარდია ტვირთნაკადი უშუალოდ შუა დერეფანში. ჩვენ განსაკუთრებულად მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ყაზახეთთან და, ამდენად, საერთო ინიციატივებით ვხედავთ, რომ, ფაქტობრივად, ყოველთვე ეს ინიციატივები უკვე რეალურ შედეგებში ისახება. ვფიქრობთ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებთ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში შემდგომ თანამშრომლობაზე“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება მემორანდუმები ტურიზმისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროებში.
1782712353
მსოფლიოვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1500-მდე აღწევს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 450-მდე გაიზარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვენესუელის ეროვნული ასამბლეის ხორხე როდრიგესის თქმით, დაშავებულია 3 150 ადამიანი, 12 721...
1782711674
სპორტიისტორიაში პირველად 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის საქართველომ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა
ისტორიაში პირველად 14 წლამდე დაშნით მოფარიკავეთა შორის საქართველომ ევროპის პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დაშნით მოფარიკავე დანი...
1782710353
ახალი ამბებითბილისში დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება
თბილისში დღეს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება. ახალგაზრდებთან შეხვედრები ვარლამ ლიპარტელიანის გუნდმა აპრილში, აჭარიდან დაიწყო და დისკუსია კითხვა-პასუხის...
1782708344
ახალი ამბებიროგორი ამინდია მოსალოდნელი 29 ივნისს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით
29 ივნისს ქუთაისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ, დღისით +26 და ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება. ოზურგეთში დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის. ბათუმში მზიან...
1782679262
ახალი ამბებიაშშ-ში ტყის ხანძრის ჩაქრობისას 3 მეხანძრე დაიღუპა, 2 დაშავდა
აშშ-ის ველური ბუნების ხანძრების სამსახურის განცხადებით, კოლორადოსა და იუტას საზღვართან გაჩენილი ტყის ხანძრების ჩაქრობისას 3 მეხანძრე დაიღუპა, ხოლო 2 დაშავდა. „აშშ-ის ველური ბუნების ხანძრების სამსახური...































