ჯანმო: ევროპაში სიცხის ტალღას 1 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება. ევროპაში ტემპერატურა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ სწრაფად იზრდება. ამჟამად 150 მილიონი ადამიანი ექსტრემალური სიცხის პირობებში ცხოვრობს. ასობით ადამიანი დაიღუპა, სკოლები დახურულია, ხოლო ენერგოსისტემები გადატვირთვის ზღვარზეა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, 21 ივნისიდან დღემდე ევროპაში მაღალი ტემპერატურის შედეგად 1 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
„სიცხით გამოწვეულ სტრესს ხშირად „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ. ევროპაში სახლები, სამუშაო ადგილები და სკოლები ასეთი ტემპერატურისთვის არ არის აშენებული“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
ტედროს ადანომ გებრეისუსის განმარტებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თანამშრომლობს წევრ სახელმწიფოებთან და პარტნიორებთან, რათა გაუმკლავდეს ექსტრემალური სიცხით გამოწვეულ ჯანმრთელობის საფრთხეებს, ფოკუსირებულია მზადყოფნაზე, პრევენციასა და ჯანდაცვის სისტემის უფრო ძლიერ რეაგირებაზე.
„ჩვენ მოვუწოდებთ ევროპის ქვეყნებს, განახორციელონ სიცხესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმები, როგორც კლიმატის ცვლილებისგან ჯანმრთელობის დაცვის უფრო ფართო დღის წესრიგის ნაწილი“, - წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
Europe is the fastest-warming continent on Earth, heating at twice the global average. Right now 150 million people are living under extreme heat, hundreds have died, schools are shut, grids are buckling.
— Tedros Adhanom Ghebreyesus (@DrTedros) June 28, 2026
Driven by climate change and global warming, the phenomenon of the…
1782668024
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით
„ეს არის ჩვეულებრივად, პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც გამიზნულია იმისთვის, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნან ამ რეზოლუციებით - ნეგატიური, საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და კიდევ უფრო შეუწყონ ხ...
1782665015
მსოფლიოევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება - დანიასა და ჩეხეთში რეკორდულად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა
ევროპაში უპრეცედენტო სიცხე გრძელდება. გერმანიაში, დანიასა და ჩეხეთში მაღალი ტემპერატურის რეკორდები დაფიქსირდა. რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა ჩეხეთში. ჩეხეთის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის (CHM...
1782662715
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: ვიქტორ ყიფიანმა პარტია - „ჯერ საქართველო“ დააფუძნა - საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვისი ნების შემსრულებლებლები
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის მიერ დაფუძნებულ პარტიას ეხმიანება სახელწოდებით „ჯერ საქართველო“. ანანიძის თქმით, საქართველოს საკუთარი დღის წესრიგი სჭირდება და არა სხვი...
1782659493
ახალი ამბებისიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, პოლიციის მანქანა დააზიანა - პოლიციელებზე თავდასხმისთვის 1 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს, ზესტაფონში, სამართალდამცველ...
1782659313
მსოფლიოვლადიმერ პუტინი: რუსეთი დასავლური ელიტის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის, ჩვენის დამარცხება სურდათ, თუმცა არ გამოუვიდათ
„დასავლეთს რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე სურდა, თუმცა უშედეგოდ. მისი მცდელობები, სიტუაციის შიგნიდან დესტაბილიზაცია მოეხდინა, ასევე, წარუმატებელია“, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინ...































