ირაკლი კობახიძე - სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ თავის თავზე აიღოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა, საჭიროა კონტროლის გამკაცრება სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაზეც

„სახელმწიფოს თავიდან ბოლომდე აქვს იმის რესურსი, მათ შორის მატერიალური რესურსი, რომ თავის თავზე აიღოს ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დღეს პროგრამის დაახლოებით ნახევარს ახორციელებს სახელმწიფო თავისი დაწესებულებების მეშვეობით, ერთი ამდენი არის კერძო დაწესებულებები.
„თავიდან ბოლომდე სახელმწიფოს აქვს იმის რესურსი, რომ გადაიბაროს მთლიანად ეს მომსახურება. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ მანკიერი პრაქტიკა აღვკვეთოთ ამ სფეროში და საჭიროა კონტროლის გამკაცრება თავად სახელმწიფო დაწესებულებების საქმიანობაზეც იმისათვის, რომ მომსახურება თავიდან ბოლომდე იყოს ორიენტირებული პაციენტის განკურნებაზე და არა პრეპარატების რეალიზაციაზე. ყველა მიმართულებით გვექნება უმკაცრესი კონტროლი. ეს სერვისი მთლიანად წარიმართება იმ პირობებით, რა პირობებითაც ხორციელდებოდა დღემდე სახელმწიფო პროგრამები, უბრალოდ გაფართოვდება სახელმწიფო პროგრამების მოცულობა გამომდინარე იქიდან, რომ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს დღევანდელი კერძო სუბიექტების მიერ განხორციელებული მომსახურების მიწოდებასაც“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
1750851650
ახალი ამბები„საარჩევნო დაპირებები სრულდება! თბილისის მუნიციპალიტეტი რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტ „აქტემრას“ დაფინანსებას დაიწყებს“ - ნათია მოდებაძე
სოციალურ ქსელში ნათია მოდებაძე სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ საარჩევნო დაპირებები სრულდება, რომლის მიხედვითაც რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტ „აქტემრას“ დაფინანსებას 1-ელი...
1750850128
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: როდესაც, ირაკლი კობახიძემ პირველად ახსენა „გლობალური ომის პარტია“ ძალიან კარგად მიხვდნენ რაზეც იყო საუბარი, პირველ რიგში ამას დაარტყეს და ჩვენ დაგვაბრალეს ანტიევროპული რიტორიკა
„როდესაც ვსაუბრობთ ევროპაზე, ევროკავშირზე და რა ხდება იქ, ყველა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმდევარია?! - არა არ არის ასე. ჩვენ რაღაცნაირად რომანტიზება მოვახდინეთ ყველაფრის და კი გვსურს ევროკავშირში გაწ...
1750846545
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიების მიერ სრულად აიკრძალება, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ სამკურნალო საშუალებათა იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება
„ზედაპირული ანალიზიც ცხადყოფს, რომ დღეს საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების, განსაკუთრებით - ბენზოდიაზეპინების, მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ამყარებს საზოგადოების...
1750845356
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ქართული ოპოზიციის წარმომადგენლები მოელიან, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება გამოყენებული იქნება არა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ, არამედ ქართველი ხალხის დასაზიანებლად
„უვიზო მიმოსვლა არის ძალიან დიდი მონაპოვარი, რომლითაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არ შეიძლება, არ იამაყოს - ეს ჩვენ გავაკეთეთ 2012 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გ...
1750843938
ახალი ამბებიმაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელში იყვნენ სამადაშვილი, ვაშაძე, ის ჩამონათვალი, რაც გაკეთდა, მიმართული იყო საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად - იდეა უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, მაშინ ევროპულმა მხარემ გვერდით გადადო და არ იყო გამოყენებული
„დღეს ყველაზე აქტუალური არის უვიზო მიმოსვლის თემა, ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალი ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, ის ე....