მაკა ბოჭორიშვილი: ბრიუსელში იყვნენ სამადაშვილი, ვაშაძე, ის ჩამონათვალი, რაც გაკეთდა, მიმართული იყო საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად - იდეა უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, მაშინ ევროპულმა მხარემ გვერდით გადადო და არ იყო გამოყენებული

„დღეს ყველაზე აქტუალური არის უვიზო მიმოსვლის თემა, ევროკავშირთან ურთიერთობაში ახალი ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს საქართველოს წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, ის ე.წ. ორგანიზაციებიც და ე.წ. პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს უკვე ქუჩიდან უარს ამბობენ მანდატებზე და ქართველი ხალხის არჩევანზე და ქუჩის პოლიტიკაში არიან ჩართულები, აქტიურად ლობირებენ ამ თემას ბრიუსელში“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.
მისი თქმით, ბრიუსელში იმყოფებოდნენ სალომე სამადაშვილი, გიორგი ვაშაძე და სხვა ოპოზიციონერები, რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსაყენებელ ღონისძიებებზე, თუმცა, ჩამონათვალი, რომელიც გაკეთდა, არა „ქართული ოცნების“, არამედ საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად იყო მიმართული.
„გახსოვთ, ეს შარშან შემუშავდა სხვადასხვა ვიზიტების დროს, მახსოვს, რომ ბრიუსელში იყო სამადაშვილიც, ვაშაძეც, თუ არ ვცდები, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეც. ისინი აქტიურად მუშაობდნენ იმ ღონისძიებებზე, რაც შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში, საქართველოს წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ის ჩამონათვალი, რაც გაკეთდა, ყველანაირად მიმართული იყო საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად. მაშინ ერთ-ერთი იდეა ჰქონდათ, უვიზო მიმოსვლის გააქტიურების შესახებ, მაშინ, ეს ევროპულმა მხარემ ეს იდეა გვერდით გადადო და არ იყო გამოყენებული. ალბათ, სადღაც საღი აზრიც არსებობდა, რომ ქართველი ხალხისთვის ეს სასჯელი არ უნდა ამოქმედებულიყო“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
1750859298
ახალი ამბებითურქეთი 2026 წლის ნატოს სამიტს უმასპინძლებს
2026 წლის ნატოს სამიტი თურქეთში გაიმართება, ხოლო შემდეგი - ალბანეთში. ამის შესახებ ჰააგაში ნატოს სამიტის დასკვნით დოკუმენტშია ნათქვამი. „მადლობას ვუხდით ნიდერლანდების სამეფოს დიდი სტუმართმოყვარეობისთვ...
1750857250
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 25 ივნისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7248 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7252 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1750856618
ახალი ამბებიპაატა სალია გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა
იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის დახურვის ღონისძიებაზე დასკვნითი სიტყვით გამოვიდა. პაატა სალიამ ფორუმის შედეგები შეაჯამა და ხაზი გაუსვა მსგავსი პლატფორმების მნიშ...
1750854432
ახალი ამბებისაქართველოს მოსახლეობა 10 წლის განმავლობაში 200 ათასი ადამიანით გაიზარდა - სტატისტიკის სამსახური
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2024 წლის ნოემბრისთვის საქართველოს მოსახლეობა 3 914 000 ადამიანს შეადგენდა. აქედან 53% (2 078 000) - ქალი და 47% (1 836 000) კაცი. ი...
1750851650
ახალი ამბები„საარჩევნო დაპირებები სრულდება! თბილისის მუნიციპალიტეტი რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტ „აქტემრას“ დაფინანსებას დაიწყებს“ - ნათია მოდებაძე
სოციალურ ქსელში ნათია მოდებაძე სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ საარჩევნო დაპირებები სრულდება, რომლის მიხედვითაც რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებულ მედიკამენტ „აქტემრას“ დაფინანსებას 1-ელი...