ნეთანიაჰუ: ცეცხლის შეწყვეტა ლიბანზე არ ვრცელდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია გავრცელებულ განცხადებაში მიესალმება აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს შეთანხმება ლიბანზე არ ვრცელდება.

ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებიდან რამდენიმე საათში გამოაქვეყნა.

„ისრაელი მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას ირანზე დარტყმების ორი კვირით შეჩერების შესახებ, იმ პირობით, თუ ირანი დაუყოვნებლივ გახსნის სრუტეებს და შეწყვეტს ყველა თავდასხმას აშშ-ზე, ისრაელსა და რეგიონის სხვა ქვეყნებზე“, - ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში.

„ისრაელი ასევე მხარს უჭერს აშშ-ის ძალისხმევას, რომ ირანი აღარ წარმოადგენდეს ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს ამერიკის, ისრაელის, ირანის არაბი მეზობლებისა და მთელი მსოფლიოსთვის“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775638453

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი გერმანიის საგარეო უწყებაზე: ეს არის აბსოლუტურად უპატივცემულობა ქართული სახელმწიფოს მიმართ

რატომ არ რეაგირებს გერმანიის საგარეო უწყება ქართული მხარის ნოტაზე - მმართველი გუნდი ბერლინის მხრიდან მტრულ დამოკიდებულებაზე საუბრობს. პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირვ...

თენგიზ შარმანაშვილი

1775638003

ახალი ამბები

მთაწმინდის რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს

მთაწმინდის რაიონის გამგეობა განცხადებას ავრცელებს. „მთაწმინდის რაიონში, ვ. აბაშიძის ქუჩის N11-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მიმდინარე წლის 7 აპრილს ჩამოიშალა შენობის შიდა ფრაგმენტი, კერძოდ, ღობეებს შო...

თბილისის მერია

1775637863

მსოფლიო

მაკრონი კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდებს, პატივი სცენ ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ყველა მხარეს მოუწოდა, „პატივი სცენ“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რათა შემდგომი მოლაპარაკებები გაგრძელდეს, - ამის შესახებ საფრანგ...

მაკრონი მაკრონი

1775637253

ახალი ამბები

მიმდინარე წლის მარტის თვეში სამართალდარღვევის 111 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 105 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის მარტის თვეში სამართალდარღვევის 111 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 105 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა. ჯამში ამოღებულია უკანონოდ...

სამართალდარღვევი

1775635675

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჭიაკოკონობის ღამეს ნარჩენების დაწვაზე კონტროლს გაამკაცრებს

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი – „ჭიაკოკონობა“ იმართება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს. აღნიშნული ნარჩენე...

ჭიაკოკონობა