ირაკლი კობახიძე: საქართველოს შემთხვევაში, პირდაპირ ვიხილეთ არჩევნებში ჩარევის კონკრეტული მაგალითები, ამერიკული დოკუმენტები ახდენს იმ ყველაფრის ლუსტრაციას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში

„საქართველოს შემთხვევაში, პირდაპირ ვიხილეთ არჩევნებში ჩარევის კონკრეტული მაგალითები, ამერიკული დოკუმენტები ახდენს იმ ყველაფრის ლუსტრაციას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველო იყო ძალიან იშვიათი გამონაკლისი ქვეყანა, რომელიც იმ პრობლემებზე საუბრობდა, რაც ევროკავშირშია შექმნილი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის კრიტიკას შეეხებოდა ევროკომისიის მიმართ - სხვადასხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ყველამ უნდა სცეს პატივი ქვეყნის დემოკრატიულ სისტემას.

„ჩვენ, საქართველოს შემთხვევაში, პირდაპირ ვიხილეთ ჩარევის კონკრეტული მაგალითები. მათ შორის, ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი იყო ევროკავშირის ელჩის პირდაპირი გამოსვლა და მოწოდება ქართველი ხალხის მიმართ, რომ მხარი დაეჭირათ ოპოზიციისთვის მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ამაზე უხეში და პირდაპირი ჩარევა ალბათ ძნელი წარმოსადგენია. რაც არის ასახული ამერიკულ დოკუმენტებში, ეს ჩვენი თვალით ვიხილეთ საქართველოს მაგალითზე. რა თქმა უნდა, ყველამ უნდა სცეს პატივი ჩვენს დემოკრატიულ სისტემას. იყო ძალიან მარტივი კოორდინირებული მექანიზმი, რაც მიმართული იყო საქართველოში კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. გახსოვთ, რომ ევროკავშირის კონკრეტული წარმომადგენელი პირდაპირ გამოვიდა და მხარი დაუჭირა დამხობის გამოცხადებულ მცდელობას. ეს ყველაფერი არის კოორდინირებული ნაბიჯები. როდესაც ასეთ სქემებში ჩართულები არიან საქართველოს მოქალაქეები, მათ მიმართ, რა თქმა უნდა, უნდა დადგეს შესაბამისი პასუხისმგებლობა. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ დამშვიდდეს ჩვენი სისტემა, დამშვიდდეს ჩვენი ქვეყანა და შედგეს ძალიან ჯანსაღი დემოკრატიული წესრიგი. საბოლოოდ, ამერიკული დოკუმენტები ახდენს იმ ყველაფრის ლუსტრაციას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში. მაშინ ჩვენ ვიყავით მარტო, ერთადერთი ქვეყანა ვიყავით თითქმის, თუ არ ჩავთვლით ევროკავშირის წევრ ერთ-ორ ქვეყანას, ასევე მსოფლიო მასშტაბით, დამატებით, შეიძლება ერთი - ორი ქვეყანა იყო. საქართველო იყო ძალიან იშვიათი გამონაკლისი, რომელიც საუბრობდა იმ პრობლემებზე, რაც არის შექმნილი ევროკავშირში, მათ შორის დემოკრატიის უკუსვლის კუთხით, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით და ა.შ. ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ახადა ფარდა ამერიკულმა დოკუმენტებმა რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მისასალმებელია,“ - განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1770202337

საზოგადოება

პრემიერი: საგნობრივი დისკუსია უზრუნველყოფს საზოგადოების მეტად ინფორმირებას, იმისათვის, რომ შედგეს ჯანსაღი დებატები ხელისუფლების წარმომადგენელსა და სხვა პირს შორის. აუცილებელია, ეს სხვა პირი მოქმედ კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებდეს

ძალიან სწორი და ჯანსაღი პროცესი დაიწყო, კონსტრუქციულ რეჟიმში საგნობრივი დისკუსიების გამართვა ყველა თემასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს საზოგადოების მეტად ინფორმირებას, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირა...

ირაკლი კობახიძე

1770200833

მსოფლიო

ჯანმო: მსოფლიოში კიბოს ათიდან ოთხი შემთხვევა, შესაძლოა, თავიდან ავიცილოთ

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) ახალი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში კიბოს ათიდან ოთხი შემთხვევის პრევენციაა შესაძლებელი. კვლევა აანალიზებს კიბოს თავიდან ა...

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია

1770200752

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ქვეყანა, სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება, თუ ის მუდმივად იქნება საბოტაჟის რეჟიმში, ამიტომ ყველამ უნდა სცეს პატივი იმ წესრიგს, რომელიც არის ჩამოყალიბებული

კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული, ეს არის ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი, დემოკრატია ყველამ უნდა აღიაროს, კონსტიტუციური პრინციპები და კონსტიტუციური წყობილება ყველამ უნდა...

ირაკლი კობახიძე

1770199712

საზოგადოება

პრემიერი: სერბეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობების დადებით დინამიკას, ვისაუბრეთ საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ დურო მაცუტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო საქართველოსა და სერბეთს...

ირაკლი კობახიძე~

1770199511

ახალი ამბები

ვოლსკი: აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის საფუძველი არის, შანსი გვაქვს, ჩვენი სტრატეგიული ხედვები გადაითარგმნოს იმ მოქმედებებში, რასაც სტრატეგიული პარტნიორობა ჰქვია

„მსოფლიოში მიმდინარე პროცესები არსებობს, საკმაოდ მძიმე თემებია, რასაც ამერიკა შეჭიდებულია და საქართველოსთვისაც საგანგებო მნიშვნელობა აქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ...

გია ვოლსკი