ვოლსკი: აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის საფუძველი არის, შანსი გვაქვს, ჩვენი სტრატეგიული ხედვები გადაითარგმნოს იმ მოქმედებებში, რასაც სტრატეგიული პარტნიორობა ჰქვია
„მსოფლიოში მიმდინარე პროცესები არსებობს, საკმაოდ მძიმე თემებია, რასაც ამერიკა შეჭიდებულია და საქართველოსთვისაც საგანგებო მნიშვნელობა აქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს ბევრი საკითხი, სადაც საქართველოსა და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები არათუ ერთმანეთს ემთხვევა, არამედ ზედმიწევნით იმეორებს.
„აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინიც გვაქვს და საფუძველიც, ეს ჰაერზე ნათქვამი არ არის. ბევრი საკითხია, სადაც საქართველოსა და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მიდგომები არათუ ერთმანეთს ემთხვევა, არამედ ზედმიწევნით იმეორებს. რასაკვირველია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ამ საკითხებზე საუბარი ჰქონდა. მსოფლიოში მიმდინარე სხვა პროცესები არსებობს, საკმაოდ მძიმე თემებია, რასაც ამერიკა შეჭიდებულია და საქართველოსთვისაც საგანგებო მნიშვნელობა აქვს, როგორ განვითარდება მსოფლიო პროცესები. საჭიროა, რომ ჩვენი ურთიერთობები ამ კონტექსტში იყოს განხილული. ჩვენ შანსი გვაქვს, რონ ჩვენი სტრატეგიული ხედვები გადაითარგმნოს იმ მოქმედებებში, რასაც სტრატეგიული პარტნიორობა ჰქვია“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ინფორმაციისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრენდან ჰანრაჰანს შეხვდა.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ტალიაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სონატა კოლტერი.
1770199712
საზოგადოებაპრემიერი: სერბეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობების დადებით დინამიკას, ვისაუბრეთ საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ დურო მაცუტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო საქართველოსა და სერბეთს...
1770198580
საზოგადოებაპრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Philip Morris International-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Philip Morris International-ის ცენტრალური აზიისა და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტ მარკო მარიოტის შეხვდა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში არსებუ...
1770196151
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე სერბეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ დურო მაცუტს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით არსებუ...
1770195931
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ ღირსეულად წარვადგინოთ საქართველოს პოტენციალი, განსაკუთრებით საინვესტიციო მიმართულებით
საქართველოს მონაწილეობა მსოფლიო მთავრობათა სამიტში მორიგი მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რომ ღირსეულად წარვადგინოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი, განსაკუთრებით საინვესტიციო მიმართულებით, - განაცხადა ეკონომიკ...
1770195910
ახალი ამბებისურსათის ეროვნული სააგენტო თბილისში კვების ობიექტებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორები დედაქალაქში არსებულ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე კვირას სახელმწიფო კონ...


























