პრემიერი: საგნობრივი დისკუსია უზრუნველყოფს საზოგადოების მეტად ინფორმირებას, იმისათვის, რომ შედგეს ჯანსაღი დებატები ხელისუფლების წარმომადგენელსა და სხვა პირს შორის. აუცილებელია, ეს სხვა პირი მოქმედ კონსტიტუციურ წესრიგს აღიარებდეს
ძალიან სწორი და ჯანსაღი პროცესი დაიწყო, კონსტრუქციულ რეჟიმში საგნობრივი დისკუსიების გამართვა ყველა თემასთან დაკავშირებით უზრუნველყოფს საზოგადოების მეტად ინფორმირებას, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს დებატებთან დაკავშირებით.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას.
„ხელოვნურად იყო დალაგებული პოლარიზაცია, ხელოვნურად იყო ორ ნაწილად გახლეჩილი საზოგადოება. ამას უწყობდა ხელს კონკრეტული მედიასაშუალებების პოლიტიკა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების და სხვა სუბიექტების პოლიტიკა. ეს იყო გარედან თავსმოხვეული. ჩვენ უნდა გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე. ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას სჭირდება ჯანსაღი დისკუსიები. საზოგადოებამ სწორედ ასეთი დისკუსიების საფუძველზე უნდა მიიღოს ინფორმაცია სხვადასხვა მხრიდან კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე უნდა ჩამოიყალიბოს საკუთარი აზრი. ეს ხელს შეუწყობს პოლარიზაციის შემცირებას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, იმისათვის, რომ შედგეს ჯანსაღი დებატები ხელისუფლების წარმომადგენელსა და სხვა პირს შორის, აუცილებელი პირობაა, რომ ეს სხვა პირი, ვინც არ უნდა იყოს, აღიარებდეს მოქმედ კონსტიტუციურ წესრიგს.
„თუ არ აღიარებს, რა ჯანსაღ დისკუსიებზეა საუბარი. ამიტომ, არის მარტივი პრინციპი, რომელსაც ჩვენ უნდა გავყვეთ. ვფიქრობ, რომ ის დებატები, რომელიც გაიმართა, მაგალითად „რუსთავი 2-ის“ ეთერში, ეფუძნება სწორ პრინციპებს. ეს არის ერთადერთი გარანტია იმისა, რომ კონკრეტული ფორმატი ჩვენ მოგვცემს შედეგს და შედეგი უნდა იყოს პოლარიზაციის შემცირება და იმ ნეგატიური მუხტის შემცირება საზოგადოებაში, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი. ამიტომ, სწორი პრინციპები უნდა არსებობდეს, სწორ პრინციპებს უნდა დაეფუძნოს ნებისმიერი დისკუსია, დებატები. ეს უნდა გაითვალისწინოს ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
1770201612
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოს შემთხვევაში, პირდაპირ ვიხილეთ არჩევნებში ჩარევის კონკრეტული მაგალითები, ამერიკული დოკუმენტები ახდენს იმ ყველაფრის ლუსტრაციას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში
„საქართველოს შემთხვევაში, პირდაპირ ვიხილეთ არჩევნებში ჩარევის კონკრეტული მაგალითები, ამერიკული დოკუმენტები ახდენს იმ ყველაფრის ლუსტრაციას, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველ...
1770200833
მსოფლიოჯანმო: მსოფლიოში კიბოს ათიდან ოთხი შემთხვევა, შესაძლოა, თავიდან ავიცილოთ
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) ახალი ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში კიბოს ათიდან ოთხი შემთხვევის პრევენციაა შესაძლებელი. კვლევა აანალიზებს კიბოს თავიდან ა...
1770200752
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ქვეყანა, სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება, თუ ის მუდმივად იქნება საბოტაჟის რეჟიმში, ამიტომ ყველამ უნდა სცეს პატივი იმ წესრიგს, რომელიც არის ჩამოყალიბებული
კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული, ეს არის ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი, დემოკრატია ყველამ უნდა აღიაროს, კონსტიტუციური პრინციპები და კონსტიტუციური წყობილება ყველამ უნდა...
1770199712
საზოგადოებაპრემიერი: სერბეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობების დადებით დინამიკას, ვისაუბრეთ საერთო ინტერესების სფეროებში თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესაძლებლობებზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ დურო მაცუტთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, საუბარი შეეხო საქართველოსა და სერბეთს...
1770199511
ახალი ამბებივოლსკი: აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის საფუძველი არის, შანსი გვაქვს, ჩვენი სტრატეგიული ხედვები გადაითარგმნოს იმ მოქმედებებში, რასაც სტრატეგიული პარტნიორობა ჰქვია
„მსოფლიოში მიმდინარე პროცესები არსებობს, საკმაოდ მძიმე თემებია, რასაც ამერიკა შეჭიდებულია და საქართველოსთვისაც საგანგებო მნიშვნელობა აქვს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ...



























