ირაკლი კობახიძე: საქართველოში მოქმედებს მაღალი სამართლებრივი სტანდარტი, აქციაში მონაწილე ათასი მოძალადიდან მხოლოდ სამი პროცენტია დაკავებული, ასეთივე სტანდარტია სამართალდამცველების მიმართებით

საქართველოში მოქმედებს მაღალი სამართლებრივი სტანდარტი და ამ მაღალი სტანდარტის გამოვლინებაა მათ შორის, ის, რომ აქციის მონაწილე ათასი მოძალადიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული ან დაპატიმრებული, ანუ, მხოლოდ 3%, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ნოემბრის საპროტესტო აქციებზე სამართალდამცველთა შესაძლო ძალადობის ფაქტების გამოძიების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერის თქმით, ასეთივე სტანდარტი მოქმედებს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან მიმართებით.
„საქართველოში მოქმედებს მაღალი სამართლებრივი სტანდარტი ამ მაღალი სტანდარტის გამოვლინებაა მათ შორის, ის, რომ აქციის მონაწილე ათასი მოძალადიდან მხოლოდ 30 არის დაკავებული ან დაპატიმრებული, ანუ, მხოლოდ 3%. ასეთივე სტანდარტი მოქმედებს ბუნებრივია, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან მიმართებით. დანარჩენს უკვე გეტყვით გამოძიება. თუ არ არსებობს უტყუარი მტკიცებულება, თუ არ არის იდენტიფიცირებული დამნაშავე პირი, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, ვერ მოხდება ბრალის წაყენება.
დანარჩენზე მოგახსენებენ შესაბამისი უწყებები. უწყებას აქვს ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პირთა იდენტიფიცირების თუ ვერ იდენტიფიცირების მიზეზებთან დაკავშირებით. მათგან შეგიძლიათ გამოითხოვოთ ინფორმაცია, თუ რატომ ვერ მოხდა შესაბამისი პირების იდენტიფიცირება.
აქ საუბარია ორ-სამ შემთხვევაზე სამართალდამცველების შემთხვევაში და 3%-იანი მაჩვენებელი უკვე გასაგებია, რასაც ნიშნავს და როდესაც საუბარი იყო აქციის მონაწილეებზე, ათასი ადამიანი ძალადობდა და იმის გამო, რომ არის მაღალი სტანდარტი, იქაც ვერ მოხერხდა 970 ადამიანის იდენტიფიცირება. ეს არის მაღალი სტანდარტი“, - განაცხადა პრემიერმა.
1757169434
სპორტივილი სანიოლი: თურქეთთან წაგება ინდივიდუალური შეცდომების შედეგი იყო და არა ოთხმცველიანი სქემის
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ოთხმცველიან სისტემაზე გადასვლა სწორია და თურქეთთან მარცხის მიზეზი ეს არ ყოფილ...
1757166710
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი რადიკალურ ჯგუფებზე: ქმედება არის ისეთი, რომელსაც უკვე სექტანტური ელფერი დასდევს
„ქმედება არის ისეთი, რომელსაც უკვე სექტანტური ელფერი დასდევს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალური ჯგუფების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციებზე საუბრისას განაცხადა. მისი თ...
1757164690
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გუშინ კვლავ ვიხილეთ „ნაცი“ ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა, თუმცა კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან ძალადობის დაგმობა
გუშინ კვლავ ვიხილეთ „ნაცი“ ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, კვლავ მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა, თუმცა კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან ძალადობის დაგმობა, - ამის შესახებ...
1757161515
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე და გეკა გელაძე ოჯახებთან ერთად ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრნენ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე, ოჯახებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია...
1757159970
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი რადიკალურ ჯგუფზე: მათი ერთადერთი მიზანია, პროვოკაცია მოაწყონ და უფრო მეტი აჟიოტაჟი შეიქმნას ჩვენს დედაქალაქში
„მიღებული აქვთ დავალება პროვოკაცია მოაწყონ და ამ პროვოკაციაზე წამოაგონ, როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი - ისე რიგითი მოქალაქე, რადგან უფრო მეტი აჟიოტაჟი შეიქმნას ჩვენს დედაქალაქში“, - ამის შესახე...