ირაკლი კობახიძე - ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად

 „ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მელიქიშვილის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს შეეხებოდა.

კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა პრემიერი ბავშვთა ფსიქოლოგის, ელენე ბერიკაშვილის მხრიდან ბექა ოდიშარიას მისამართით ნათქვამ ფრაზებს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ტრაგიკულია, როცა ასეთ ადამიანს ბავშვებთან აქვს შეხება, მით უმეტეს, როგორც ფსიქოლოგს.

„ტრაგიკულია ის, რომ ასეთ ადამიანს ბავშვებთან აქვს შეხება, მითუმეტეს, როგორც ფსიქოლოგს. მართლა უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი დარგის წარმომადგენლები ალბათ ამ ყველაფრით. ზოგადად, ასეთი ფრაზები და ქმედებები აჩვენებს მთლიანად იმ ადამიანების სახეს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, აბსოლუტურად სახედაკარგული ადამიანები არიან. არც მინდა, შეფასებები გავაკეთო, იმდენად მძიმე შეფასებას იმსახურებენ ისინი. ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ. ეს არის რადიკალური ოპოზიციის ტრაგიკული მდგომარეობა. ისინი არიან „ნაცი ტიტუშკები“, „ნაცი“ აქტივისტები, „ნაცი ორკები“, სხვა სახელის დარქმევა შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოყვანის კუთხით. ისინიც ჩვენი თანამოქალაქეები არიან, იმედი გვაქვს, რომ ისინი დაძლევენ ამ უმძიმეს მდგომარეობას და დაიბრუნებენ ადამიანურ სახეს,“- განაცხადა პრემიერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757070329

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ვულოცავ ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტის მერვედფინალში გასვლას, მნიშვნელოვანია, ქართველი გულშემატკივარი სათანადოდ იყოს წარმოდგენილი რიგაში

მნიშვნელოვანია, ქართველი გულშემატკივარი იყოს სათანადოდ წარმოდგენილი რიგაში, ევრობასკეტის თამაშებზე და ამისათვის მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერების სუბსიდირება, 195 ევრო იქნება ერთი რეისის ფასი და გულშემა...

ირაკლი კობახიძე

1757067332

მსოფლიო

თურქეთში მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში მიწისძვრა მოხდა. თურქული მედიის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით,...

კუნძულ კრეტაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

1757066638

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი პოლიტიკა სრულად მიმართულია იმისკენ, რომ ენერგეტიკის სექტორი სწრაფად და მდგრადად განვითარდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიება „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გ...

მარიამ ქვრივიშვილი

1757065178

სპორტი

ოთარ კიტეიშვილს სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და ვარჯიშს 2-3 კვირაში განაახლებს

GEO TEAM-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და ვარჯიშს 2-3 კვირაში განაახლებს. „როგორც შევიტყვეთ, დიაგნოზია უკანა ზედა კუნთის მცირე დაზიანება. სამწუხაროდ,...

 ოთარ კიტეიშვილი

1757063700

ახალი ამბები

ლუკა ძაძამია: დიახ, ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომელიც მალევე მიხვდა, რომ უბინძურესი პროპაგანდით უდიდეს შეცდომაში შეიყვანეს და გადავწყვიტე ვყოფილიყავი „ქართული ოცნების“, როგორც ყველაზე გაბედული, ამაყი და ეროვნული გუნდის წევრი

„რადგან უსამშობლო აგენტები არ ჩერდებიან, მოდი ვუპასუხებ: დიახ, მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომლებიც ქუჩაში გამოვდიოდით და ჩვენს აზრს ამ ფორმით ვაფიქსირებდით. 19 წლის, აბსოლუტურად გამოუც...

ლუკა ძაძამია: