ლუკა ძაძამია: დიახ, ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომელიც მალევე მიხვდა, რომ უბინძურესი პროპაგანდით უდიდეს შეცდომაში შეიყვანეს და გადავწყვიტე ვყოფილიყავი „ქართული ოცნების“, როგორც ყველაზე გაბედული, ამაყი და ეროვნული გუნდის წევრი

„რადგან უსამშობლო აგენტები არ ჩერდებიან, მოდი ვუპასუხებ: დიახ, მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომლებიც ქუჩაში გამოვდიოდით და ჩვენს აზრს ამ ფორმით ვაფიქსირებდით. 19 წლის, აბსოლუტურად გამოუცდელ ასაკში, ძალიან რთულია გაუძლო სიცრუის იმ ამაზრზენ ნიაღვარს, რომელსაც მარტო ჩვენთან კი არა, მთელს მსოფლიოში თავს ახვევენ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ისინი საკუთარი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენონ“, - წერს თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატი ლუკა ძაძამია სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, მალევე მიხვდა, რომ თანატოლებთან ერთად, უბინძურესი პროპაგანდით უდიდეს შეცდომაში შეიყვანეს და აქციები საქართველოს და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული.
ძაძამია აღნიშნავს იმასაც, რომ ბოლომდე დარწმუნდა, რამდენად ეროვნულ პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“ და რამდენად გულწრფელები იყვნენ ამ პარტიის ლიდერები, როდესაც მსოფლიოში პირველებმა ამხილეს გლობალური ძალები სხვა ქვეყნების დამონების მცდელობაში, შესაბამისად, გადაწყვიტა, რომ ამ გუნდის წევრი გამხდარიყო.
„რადგან უსამშობლო აგენტები არ ჩერდებიან, მოდი ვუპასუხებ: დიახ, მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომლებიც ქუჩაში გამოვდიოდით და ჩვენს აზრს ამ ფორმით ვაფიქსირებდით. 19 წლის, აბსოლუტურად გამოუცდელ ასაკში, ძალიან რთულია გაუძლო სიცრუის იმ ამაზრზენ ნიაღვარს, რომელსაც მარტო ჩვენთან კი არა, მთელს მსოფლიოში თავს ახვევენ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ისინი საკუთარი ქვეყნების წინააღმდეგ გამოიყენონ. დიახ, მე ერთ-ერთი ვარ იმ ათასობით ახალგაზრდიდან, რომელიც მალევე მიხვდა, რომ უბინძურესი პროპაგანდით უდიდეს შეცდომაში შეიყვანეს და იმ აქციებს საერთო არაფერი ჰქონდა არც უკრაინის მხარდაჭერასთან, არც დემოკრატიასთან და არც თავისუფალი სიტყვის დაცვასთან.
ბოლოს ყველანი მივხვდით, რომ ის აქციები საქართველოს და მისი დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციები იყო. ბოლოს მხოლოდ ის ხალხი დარჩა, რომლებიც კონკრეტული აგენტურული ორგანიზაციებისგან ხელფასს იღებენ იქ დგომაში და ერთი და იგივე ორასამდე ადამიანი, როტაციის პრინციპით, დადიან როგორც სამსახურში და ნახევარი საათით კეტავენ რუსთაველს. მე კი, უამრავი ჩემი თანატოლის მსგავსად, განსაკუთრებით მსოფლიოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ბოლომდე დავრწმუნდი, რამდენად ეროვნულ პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“ და რამდენად გულწრფელები იყვნენ ამ პარტიის ლიდერები, როდესაც მსოფლიოში პირველებმა ამხილეს გლობალური ძალები სხვა ქვეყნების დამონების მცდელობაში. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე ვყოფილიყავი ქართული ოცნების, როგორც ყველაზე გაბედული, ამაყი და ეროვნული გუნდის წევრი და მადლობა მის თითოეულ ლიდერს იმისთვის, რომ მომცეს საკუთარი თავის რეალიზებისა და მათი გუნდის წევრობის საშუალება!“, - წერს ლუკა ძაძამია სოციალურ ქსელში.
1757070329
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ვულოცავ ჩვენს საკალათბურთო ნაკრებს ევრობასკეტის მერვედფინალში გასვლას, მნიშვნელოვანია, ქართველი გულშემატკივარი სათანადოდ იყოს წარმოდგენილი რიგაში
მნიშვნელოვანია, ქართველი გულშემატკივარი იყოს სათანადოდ წარმოდგენილი რიგაში, ევრობასკეტის თამაშებზე და ამისათვის მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერების სუბსიდირება, 195 ევრო იქნება ერთი რეისის ფასი და გულშემა...
1757069638
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად
„ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ დაკარგული, სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, ჩვენ მზად ვართ, მათ ხელი გავუწოდოთ, თუ შეიძლება მათი დახმარება ამ მდგომარეო...
1757067332
მსოფლიოთურქეთში მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში მიწისძვრა მოხდა. თურქული მედიის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრემ 4.1 მაგნიტუდა შეადგინა. თურქეთის საგანგებო სიტუაციებისა და კატასტროფების მართვის სააგენტოს ინფორმაციით,...
1757066638
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: ჩვენი პოლიტიკა სრულად მიმართულია იმისკენ, რომ ენერგეტიკის სექტორი სწრაფად და მდგრადად განვითარდეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიება „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) ორგანიზებით გ...
1757065178
სპორტიოთარ კიტეიშვილს სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და ვარჯიშს 2-3 კვირაში განაახლებს
GEO TEAM-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა და ვარჯიშს 2-3 კვირაში განაახლებს. „როგორც შევიტყვეთ, დიაგნოზია უკანა ზედა კუნთის მცირე დაზიანება. სამწუხაროდ,...