ირაკლი კობახიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შაიხა ნასერ ალ ნოვაისის სამძიმრის წერილი მიიღო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შაიხა ნასერ ალ ნოვაისის სამძიმრის წერილი მიიღო.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ მისი უწმინდესობის, საქართველოს პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო - ის იყო დიდად პატივცემული სულიერი ლიდერი, რომლის თავდადებულმა მსახურებამ თითქმის ხუთი ათწლეულის მანძილზე წარუშლელი კვალი დატოვა თქვენს ქვეყანასა და ყველა იმ ადამიანზე, ვინც მისი სიბრძნით, თანაგრძნობითა და მშვიდობისაკენ განუხრელი სწრაფვით იყო შთაგონებული.

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციისა და ჩემი სახელით, მინდა გულწრფელი სამძიმარი გამოვხატო თქვენი, თქვენი მთავრობისა და ქართველი ხალხის მიმართ ამ უდიდესი დანაკარგის წუთებში.

მისი უწმინდესობა ყველას დაამახსოვრდება არა მხოლოდ სულიერი წინამძღოლობისთვის, არამედ თქვენი ქვეყნის კულტურულ და ზნეობრივ სისტემაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე ისეთი ღირებულებების დაცვისთვის, როგორიცაა ერთიანობა და გულისხმიერება.

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და პატივს მივაგებთ ჭეშმარიტად გამორჩეული მოღვაწის ცხოვრებასა და მემკვიდრეობას, რომლის ზემოქმედებაც თაობებს გადასწვდება“, - აღნიშნულია გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის სამძიმრის წერილში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774010299

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა მიუსამძიმრა

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, მოჰამედ ბინ...

ილია მეორე

1774006527

ახალი ამბები

დიმიტრი სამხარაძე: სიკვდილითაც დაგამარცხათ ერის მამამ, ყველა მანქურთი, მყრალი ენჯეოშნიკი, ურწმუნო ფაშისტ-ლიბერალები - ერი სამების ტაძარში, ხოლო, მაჯლაჯუნები რუსთაველზე!

„მხოლოდ ორი დღე შეძლეს, რომ ნეხვი არ აფრქვიეს! კვლავ მიიღეს დავალება მეპატრონეებისგან, რომლებიც გაცოფდნენ ხალხის მწუხარებაზე, პატრიარქის პანაშვიდზე მისული მოქალაქეების რაოდენობაზე!“, - წერს „ქართული ო...

დიმიტრი სამხარაძე

1774005548

ახალი ამბები

ირანის ელჩი: პატივი მქონდა, მხარი შემედგა იმ კაცის კუბოსთვის, რომელმაც მთელი სიცოცხლე საკუთარ ხალხს შესწირა

„წუხანდელი საღამო ჩემი დიპლომატიური მისიის ისტორიაში დაუვიწყარი იყო. ეს საღამო გავატარე იმ დიდი ადამიანის ცხედრის გვერდით, რომლის არსებობა მრავალთა გულისთვის სიმშვიდის მომგვრელი და სოციალური ტკივილები...

ირანის ელჩი

1774005359

ახალი ამბები

გარდაიცვალა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ფილარეტი

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ფილარეტი (მიხაილ დენისენკო) 97 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მიცემა მიტროპოლიტმა ეპიფანიამ გააკეთა. ამის შესახებ „მედუზა“...

პატრიარქი ფილარეტი

1774004055

ახალი ამბები

დეკანოზი გიორგი სანამაშვილი: ილია მეორე ყოველთვის განსაკუთრებული რუდუნებით ეფერებოდა სიონის ტაძარში დაკრძალული პატრიარქების საფლავებს. მისი უწმინდესობა ანთებულ საკმეველს და სანთელს დაუდგამდა ხოლმე თითოეული მათგანის საფლავს

ქართველმა ხალხმა ზეციურ საქართველოში შეიძინა მისი უწმინდესობა, რომელიც აუცილებლად ილოცებს ზეციური სასუფევლიდან, ქართველი ხალხის, წმინდა ეკლესიისა და ერის სიწმინდისთვის, - განაცხადა სიონის საკათედრო ტა...

გიორგი სანამაშვილი