დეკანოზი გიორგი სანამაშვილი: ილია მეორე ყოველთვის განსაკუთრებული რუდუნებით ეფერებოდა სიონის ტაძარში დაკრძალული პატრიარქების საფლავებს. მისი უწმინდესობა ანთებულ საკმეველს და სანთელს დაუდგამდა ხოლმე თითოეული მათგანის საფლავს

ქართველმა ხალხმა ზეციურ საქართველოში შეიძინა მისი უწმინდესობა, რომელიც აუცილებლად ილოცებს ზეციური სასუფევლიდან, ქართველი ხალხის, წმინდა ეკლესიისა და ერის სიწმინდისთვის, - განაცხადა სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგი სანამაშვილმა.

მისი თქმით, სიონის ტაძარში არაერთი პატრიარქია დაკრძალული და ილია მეორე „განსაკუთრებული რუდუნებით ეფერებოდა თითოეული მათგანის საფლავს“.

„1917 წლიდან მოყოლებული, როდესაც საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია მოიპოვა, მას შემდეგ აქ არიან დაკრძალულები: კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ქრისტეფორე, კალისტრატე, მელქისედეკი, ეფრემი, დავითი - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები და მათ გარდა კიდევ არის არაერთი წმინდა საკრძალი. მის უწმინდესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებული კრძალვა და განსაკუთრებული რუდუნებით ეფერებოდა თითოეული მათგანის საფლავს და საკრძალს. მისი უწმინდესობა გამოგვატანდა ხოლმე ანთებულ საკმეველს ჭურჭლით, სანთელს და თითოეულ მათგანს დაუდგამდა საფლავზე თავთან.

ქართველმა ხალხმა ზეციურ საქართველოში შეიძინა მისი უწმინდესობა, რომელიც აუცილებლად ილოცებს ზეციური სასუფევლიდან, ქართველი ხალხის, წმინდა ეკლესიისა და ერის სიწმინდისთვის“, - განაცხადა დეკანოზმა.

ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1773998853

ახალი ამბები

21-23 მარტს საქართველოში ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტო 21-23 მარტს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. უახლოეს დღეებში საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. თბილისში დრ...

ამინდი

1773997382

ახალი ამბები

ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის სასახლის წინ ევროპის დროშა დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის სასახლის წინ ევროპის დროშა დაეშვა. სრულიად ს...

ილია მეორე ილია მეორე

1773997243

ახალი ამბები

იერუსალიმის, როდოსის და მალტის წმ. იოანეს ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენი - ყველა მორწმუნის მიმართ გამოვხატავთ სამძიმარს, გვინდა, დაგარწმუნოთ, რომ თქვენთვის ვლოცულობთ

იერუსალიმის, როდოსის და მალტის წმ. იოანეს ჰოსპიტალიერთა სუვერენული სამხედრო ორდენი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის...

ილია მეორე

1773997203

ახალი ამბები

მამა გიორგი ვაშალომიძე: სრულიად საქართველო არის ჭირისუფალი - დავკარგეთ ეპოქალური პიროვნება

საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის წევრები სინოდთან ერთად შეთანხმდნენ პატრიარქის დაკრძალვის ადგილთან დაკავშირებით. საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი კომისიის წევრები სიონის ტაძარში გ...

მამა გიორგი ვაშალომიძე

1773995552

ახალი ამბები

„გთხოვთ, დარეკოთ სამგლოვიარო ზარები“ - საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზ...

საპატრიარქო