ირაკლი კუპრაძე: თვითმმართველობის არჩევნების შესახებ სერიოზული მსჯელობა არის დასაწყები, ჩვენ ვატარებთ კვლევას, რომელშიც ჩანს, რომ უპირატესობა მონაწილეობის სასარგებლოდ არის დაახლოებით ოთხჯერ უფრო მეტი
„ყოველთვის უნდა ვიყოთ წინასაარჩევნო კამპანიაში. რომ არ ვართ წინასაარჩევნო კამპანიაში, მაგიტომაც ვართ ასე მძიმე მდგომარეობაში. თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, რომელიც საკმაოდ მძიმე საკითხად იქცა, სერიოზული მსჯელობა არის დასაწყები“, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„მსჯელობა ოღონდ დასაწყები არის იმ რაციონალური არგუმენტებით, რომ თუ ჩვენ გავდივართ ბოიკოტში, რა შედეგების მომტანია ეს, სად მიგვიყვანს. ვიღაცები ამბობენ და თან მორალურ არგუმენტს ეძახიან ამას, რაც არ არის სწორი. მორალური არგუმენტი არის ის, რაც მიგვიყვანს ჩვენ ახალ საპარლამენტო არჩევნებამდე და პოლიტპატიმრების თავისუფლებამდე.
ბოიკოტს მივყავართ პოლიტპატიმრების თავისუფლებამდე? - ვკითხულობ. ან, მონაწილეობა გვაახლოებს პოლიტპატიმრების თავისუფლებასთან, ახალ საპარლამენტო არჩევნებთან? ჩვენ სოციალურ კვლევებს ვაკეთებთ და ვეკითხებით აზრს მოქალაქეებს - რა მოლოდინი გაქვს, მზად ხარ რომ წახვიდე ამ ბრძოლაში? ამ ველს დაუთმობ „ქართულ ოცნებას“ თუ გგონია რომ უნდა დაიბრუნო ეს ყველაფერი? ვატარებთ კვლევას, რომელშიც ჩანს, რომ უპირატესობა მონაწილეობის სასარგებლოდ არის დაახლოებით ოთხჯერ უფრო მეტი. ზოგადადაც და ასევე ოპოზიციურ ამომრჩევლებშიც. ჩვენი მიზანია რეალურად გამოვკვეთოთ რა არის გამოსავალი“, - აღნიშნავს კუპრაძე.
ამასთან, ირაკლი კუპრაძე „ქართული ოცნებისთვის“ თბილისის წართმევის შესაძლებლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამაზე უარის თქმა არ შეიძლება.
„ვინმე ფიქრობს იმაზე, თბილისის მერიიდან და არა მხოლოდ მერიიდან, ასეულობით მოქალაქე და ჩვენი მხარდამჭერი რომ გამოუშვეს სამსახურებიდან, თბილისის წართმევის პირობებში „ქართული ოცნებისთვის“, რამდენი ათეულობით ათასი ადამიანისთვის იქნება შვება? საპარლამენტო არჩევნები ხომ გაყალბდა, გაყალბების პირობებშიც ხომ მოვუგეთ 60/40-ზე, ხომ მოუწიათ? მე ვფიქრობ, თბილისის წართმევა და თბილისის გათავისუფლება ბოროტი, ძალადობრივი და რუსული ქოცობისგან არის შესაძლებელი.
თბილისის გათავისუფლება ნიშნავს ივანიშვილისთვის უმნიშვნელოვანესი მექანიზმის, რომელიც არის რეპრესიის, ძალადობის, პოლიტიკური დევნის, მათ შორის, კორუფციის წართმევის შესაძლებლობა. 2021 წელს შევძელით და წავართვით 10-ზე მეტი ქალაქი, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. სამართლებრივად უარესობისკენ, მაგრამ პოლიტიკურად საჩვენოდ. ამაზე უარის თქმა როგორ შეიძლება, ჯერ ვიმსჯელოთ“,- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
1765698722
ახალი ამბებიგეკა გელაძემ კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალი დირექტორი წარადგინა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ კახეთის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა და თანამშრომლებს ახლადდანიშნული დირექტორი – გიორგი ოთარაშვილი წარუდგინა. როგორც შსს-ის განცხადებაშია აღნ...
1765694872
მსოფლიოაშშ-ში, უნივერსიტეტში სროლას მსხვერპლი მოჰყვა
როდ-აილენდის შტატის ქალაქ პროვიდენსში, აივი ლიგის ელიტურ სკოლაში, ბრაუნის უნივერსიტეტში სროლის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რვა კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი. აღნი...
1765658233
მსოფლიოსირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა
პენტაგონის ცნობით, სირიის ქალაქ პალმირაში „ისლამური სახელმწიფოს“ თავდასხმის შედეგად აშშ-ის არმიის ორი ჯარისკაცი და ერთი თარჯიმანი დაიღუპა. პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის თქმით, თავდასხმისას ასე...
1765656502
მსოფლიოვოლოდიმირ ზელენსკი - უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, ჩვენ ვმუშაობთ უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობისთვის
უახლოეს დღეებში ამერიკულ მხარესთან და ევროპელ მეგობრებთან შეხვედრებისთვის ვემზადებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბერლინში ბევრი რამ მოხდება. რუსტემ უმეროვი და...
1765655106
საზოგადოებათინათინ რუხაძე: ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, ყველაფერი ღირსეულად და ლამაზად ჩატარდა, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას და ბევრ მსგავს დიდ ევროპული დონის პროექტს
ყველას ვულოცავ საბავშვო ევროვიზია 2025-ის ჩატარებას, კულტურა არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ვამბობთ, რომ დღეს საქართველო უმაღლესი ხარისხის პროდუქტს დებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თინათინ რ...






























