ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ეს მუშაობა არის მრავალმხრივი და კომპლექსური
„მნიშვნელოვანია, რომ დივერსიფიკაციის პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველოს მთავრობა ტურიზმის ინდუსტრიასთან მიმართებით ახორციელებს, ზრდა ფიქსირდება როგორც ტრადიციული ბაზრებიდან, მაგალითად, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ბაზრებიდან მიღებულ შემოსავლებში ზრდა დაახლოებით 30% გაქვს, ასევე ახალი ბაზრებიდან“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა.
ირაკლი ნადარეიშვილმა პრიორიტეტულ მიმართულებად ჩინეთი დაასახელა და აღნიშნა, რომ ამ ბაზარზე სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში მრავალმხრივი მუშაობა მიმდინარეობს.
„ჩინეთი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში და ეს მუშაობა არის მრავალმხრივი და კომპლექსური.
პირდაპირი ფრენები, დაკავშირებადობა - რაც არის უმნიშვნელოვანესი ტურისტების მოსაზიდად, უვიზო რეჟიმი და ძალიან ინტენსიური მარკეტინგული კამპანია, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში ვახორციელებთ, ჩინეთის ბაზრიდან ვიზიტორების და შემოსავლების მნიშვნელოვან ზრდას განაპირობებს“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, 2026 წლის სამი კვარტალის მონაცემებით ჩინეთიდან ვიზიტორთა რაოდენობა 25%-ით არის გაზრდილი.
1792504819
მსოფლიოკოლუმბიაში ოქროს მაღარო ჩამოინგრა - არიან დაღუპულები და დაშავებულები
კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთით ოქროს არალეგალური მაღარო ჩამოინგრა, - ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. როგორც მედია წერს, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა დ...
1792503350
ახალი ამბებიიერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III: საქართველოს გაქრისტიანებიდან 1 700 წლის შესრულება არის სულიერი გახსენებისა და ღმერთისადმი მადლიერების შესაძლებლობა
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქ თეოფილე III-ის...
1792502754
ახალი ამბებისპეციალური პენიტენციური სამსახური: გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ადვოკატის მიერ გავრცელ...
1792501727
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5979 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...
1792500891
ახალი ამბებიირაკლი გაბრიაძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამები, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ექსპორტის მხარდაჭერა ჯამურად წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში
„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტრატეგიული სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში“, - განაცხადა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ....































