თამთა მეგრელიშვილი: სტრატეგიული თანამშრომლობისა და სწორი სახელმწიფოებრივი ხედვის შედეგად, საქართველო სულ უფრო მყარად იკავებს თავის ადგილს გლობალურ რუკაზე, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის პროგრესსა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე

„მიმდინარე წლის 9 თვის სტატისტიკური მონაცემებით ჩინეთიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ ისტორიულ ნიშნულს გადააჭარბა და 119,081 ვიზიტი შეადგინა“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს ციფრები არ არის შემთხვევითობა, ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან სწორად მოქმედების პირობებში მრავალმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნის სასიკეთოდ მუშაობს.

„დღეს, როდესაც მსოფლიო არაერთი გამოწვევისა და გეოპოლიტიკური სირთულის წინაშე დგას, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ შეძლო სისტემური, კოორდინირებული მუშაობით უზრუნველყო ეკონომიკური სტაბილურობა და მოკლე დროში ასეთი უპრეცედენტოდ მაღალი შედეგები ეჩვენებინა. ეს წარმატება ხელისუფლების გონივრული პოლიტიკის შედეგია რომელიც რამდენიმე უმნიშვნელოვანეს და ურთიერთდაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე დგას: უვიზო რეჟიმის ამოქმედებამ სრულად მოხსნა ბიუროკრატიული ბარიერები, ხოლო უმაღლეს დონეზე წარმოებულმა შედეგიანმა მოლაპარაკებებმა საავიაციო ბაზრის გაფართოება და ახალი პირდაპირი ფრენების, მათ შორის შანხაი-თბილისის რეისის დამატება განაპირობა, რამაც პირდაპირ შეუწყო ხელი მგზავრთნაკადის მკვეთრ ზრდას. ამასთან ამ ყველაფერს ზურგს უმაგრებდა კარგად დაგეგმილი და განხორციელებული მიზნობრივი მარკეტინგული კამპანიები. აზიაში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე (ITB China) საქართველოს წარდგენამ პარტნიორი ქვეყნის სტატუსით ქვეყნის ცნობადობა თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანა. დღევანდელი რეკორდული მაჩვენებლები სწორედ ამ ერთიანი, სისტემური მიდგომის დამსახურებაა. სტრატეგიული თანამშრომლობისა და სწორი სახელმწიფოებრივი ხედვის შედეგად, საქართველო სულ უფრო მყარად იკავებს თავის ადგილს გლობალურ რუკაზე, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის პროგრესსა და ეკონომიკურ გაძლიერებაზე. მშვიდობა და განვითარება ჩვენს ქვეყანას!“, - აღნიშნა თამთა მეგრელიშვილი. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792499950

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: შეუძლებელია წარმოვიდგინოთ რა შეუძლია დაუპირისპიროს აგენტურულმა ოპოზიციამ ჩვენს სარჩელს

„მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ველის აგენტურული პარტიებისგან გაწმენდა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის მოთხო...

ლევან მაჭავარიანი

1792498805

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ოპოზიციის რეიტინგი ნულთან ახლოსაა, გამარგინალებული და განულებული არიან

„მიხეილ სააკაშვილის პერსონიდან გამომდინარე, ოპოზიცია დაღუპულ მდგომარეობაშია. ისინი მთლიანად აგენტურულ ოპოზიციას წარმოადგენენ, რადგან გაშიფრული არიან და თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან“, - ამის შესა...

ლევან მაჭავარიანი

1792496894

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომი...

მარიამ ქვრივიშვილი:

1792495783

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა

ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟუ...

ირაკლი კობახიძე

1792494383

ახალი ამბები

პრემიერი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნით სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება

დღეს ოფიციალურად წარვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას, რომლის შექმნითაც სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფ...

ირაკლი კობახიძე