პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში განიხილა
საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2025 წლის ანგარიში წარადგინა.
მომხსენებელმა საანგარიშო პერიოდში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში გამოვლენილ დარღვევებზე, მათზე რეაგირების მექანიზმებსა და მიღებულ შედეგებზე ისაუბრა და კომიტეტის წევრებს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის აპარატის საქმიანობაზე ინფორმაცია გააცნო.
მისი თქმით, 2025 წელს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში რეგისტრირებულია 2330 კორესპონდენცია და 1052 სამართლებრივი რეკომენდაცია/შუამდგომლობა. საანგარიშო პერიოდში, მოქალაქეების მხრიდან აპარატში 1058 განცხადება დარეგისტრირდა, საიდანაც 506 წყალმომარაგების ინფრასტრუქტურასა და მომსახურების ხარისხთან დაკავშირებულ, 444 - ელექტრომომარაგების, ტარიფებისა და მომსახურების, 106 - გაზმომარაგების, 2 - ირიგაციის საკითხებს უკავშირდება.
ნინო გულეიშვილის განცხადებით, 2025 წელს საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის რეკომენდაციის საფუძველზე, მომხმარებლებს 188 583 ლარი უკან დაუბრუნდათ.
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში გამოვლენილი დარღვევების ოდენობა გაიზრდება.
„სამსახურის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება საზოგადოების ცნობიერების გაზრდა და მათი უფლებების დაცვაა. ამ მიზნით, სამსახურმა არაერთი საინფორმაციო ხასიათის ღონისძიება გამართა. 2025 წლის საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს სამსახურის მიმართ საზოგადოების გაზრდილ მიმართვიანობას, მომხმარებელთა დაცვის კანონიერების მასშტაბურობასა და მის შედეგებს“, - აღნიშნა ნინო გულეიშვილმა.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებლის ანგარიშის განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა.
1792499950
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი საკონსტიტუციო სარჩელზე: შეუძლებელია წარმოვიდგინოთ რა შეუძლია დაუპირისპიროს აგენტურულმა ოპოზიციამ ჩვენს სარჩელს
„მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ველის აგენტურული პარტიებისგან გაწმენდა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის მოთხო...
1792498805
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ოპოზიციის რეიტინგი ნულთან ახლოსაა, გამარგინალებული და განულებული არიან
„მიხეილ სააკაშვილის პერსონიდან გამომდინარე, ოპოზიცია დაღუპულ მდგომარეობაშია. ისინი მთლიანად აგენტურულ ოპოზიციას წარმოადგენენ, რადგან გაშიფრული არიან და თავიდან ბოლომდე გარედან იმართებიან“, - ამის შესა...
1792496894
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი
„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომი...
1792495783
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა
ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟუ...
1792494383
ახალი ამბებიპრემიერი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნით სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება
დღეს ოფიციალურად წარვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას, რომლის შექმნითაც სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფ...































