სპეციალური პენიტენციური სამსახური: გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია
სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს.
როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ადვოკატის მიერ გავრცელებული განცხადება, სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას, თითქოს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში 16 ოქტომბრის შემდეგ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ თანამესაკნეების მხრიდან ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია.
აქვე განვმარტავთ, რომ დღეს ადვოკატთა შეხვედრების ოთახში ბრალდებული ფეიქრიშვილი გამოყვანილი იყო მის ადვოკატთან შესახვედრად, რა დროსაც მან მოულოდნელად, სწრაფი ნაბიჯებით დატოვა ოთახი, ჩაამტვრია ადვოკატთან შეხვედრების ოთახის მიმდებარედ დერეფანში არსებული ფანჯრის მინა და მინის ნატეხით თვითდაზიანებით იმუქრებოდა, ამასთან, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა.
პატიმრები მის პროვოკაციულ მოწოდებას არ აჰყვნენ და მას ამ საქციელის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი მიაყენეს. დავით ფეიქრიშვილი ითხოვდა მის ძმასთან შეხვედრას, მაგრამ ვინაიდან ძმები ფეიქრიშვილები ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით არიან ბრალდებულნი, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დაწესებულებაში მათი გადაკვეთა დაუშვებელია.
აქვე აღვნიშნავთ, რომ, ვინაიდან უკვე რამდენიმე დღეა, ვრცელდება ცრუ ინფორმაცია დავით ფეიქრიშვილის მიმართ პენიტენციურ დაწესებულებაში ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, 19 ოქტომბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა იშუამდგომლა საქართველოს პროკურატურასთან (რომლის გადაწყვეტილებითაც, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ბრალდებულს შეზღუდული აქვს პაემნების და სატელეფონო საუბრების უფლება). პროკურატურამ გაითვალისწინა პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობა და ბრალდებულს მიეცა ერთჯერადად ოჯახთან (დედასთან) სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება.
მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ თავად ბრალდებულის დედა 19 ოქტომბერს მედიასაშუალებებში გავრცელებულ კომენტარში ცალსახად აცხადებდა და შვილმაც დაუდასტურა, რომ კარგად არის და ბრალდებულის ადვოკატიც დედასთან საუბარში ერთმნიშვნელოვნად უარყოფდა დავით ფეიქრიშვილზე ციხეში ვინმეს მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს.
ამდენად, სპეციალური პენიტენციური სამსახური ძმებ ფეიქრიშვილების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს უწყების დისკრედიტაციის მცდელობის გაგრძელებად და მიზანმიმართულ კამპანიად აფასებს და მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
1792496894
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი
„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მიზანია, მომდევნო ათი წლის განმავლობაში კერძო სექტორში 40 მილიარდ ლარამდე ინვესტიციის განხორციელებას შეუწყოს ხელი“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომი...
1792495783
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა
ჩვენი მიზანია, 2031 წლის ჩათვლით ყველა ავტობანის მშენებლობა სრულად დასრულდეს, ამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თბილისის შემოვლითი გზა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟუ...
1792494383
ახალი ამბებიპრემიერი: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის შექმნით სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კიდევ ერთი ძალიან მძლავრი, ძლიერი ინსტრუმენტი ყალიბდება
დღეს ოფიციალურად წარვადგენთ ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას - საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას, რომლის შექმნითაც სახელმწიფოსა და ბიზნესის თანამშრომლობის გაძლიერებისა და ეკონომიკის სწრაფ...
1792493954
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია მხარს დაუჭერს როგორც მცირე და საშუალო საწარმოებს, ისე მსხვილ, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებსაც, მომდევნო ათწლეულში კორპორაცია 40 მლრდ ლარამდე ახალ ინ...
1792492940
ახალი ამბებილადო სადღობელაშვილი: სულ უფრო აქტუალური ხდება მოთხოვნა, რომ აიკრძალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან იდეოლოგიურად თუ პერსონალურად ასოცირებული ყველა პარტია, რათა ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს რადიკალიზმი და ქვეყნის ინტერესებით ვაჭრობა
„ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ ხალხს ელაპარაკონ და ქვეყნის განვითარებაზე იზრუნონ, ეს ანგაჟირებული მანქურთები კვლავ უცხოტომელ მბრძანებლებთან დარბიან, რათა მორიგი დავალებები, მითითებები და დაფინანსება მიი...































