ალენ ბერსე: პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ, პატივს ვცემ სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, თუმცა მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, შეინარჩუნოს სივრცე ოპოზიციისთვის

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვების დაწყების წინ აცხადებს, რომ პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას დემოკრატია და პოლიტიკური პლურალიზმი.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვას. სარჩელი სასამართლოს მმართველი უმრავლესობის 88-მა დეპუტატმა წარუდგინა. პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ და სრულად ვცემ პატივს სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებს, თუმცა მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, დაიცვას პოლიტიკური პლურალიზმი და შეინარჩუნოს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის“, – აღნიშნავს ალენ ბერსე.

მისივე განმარტებით, პოლიტიკური პლურალიზმი ჯანსაღი დემოკრატიის აუცილებელი პირობაა და ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს რანგში, ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებში.

„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს სახით, საქართველო ვალდებულია, უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება. სწორედ ეს უფლებები აძლევს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას საშუალებას, ორგანიზებულად იმოქმედონ, გამოხატონ თავიანთი პოზიცია და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პოლიტიკური პარტიის აკრძალვას განსაკუთრებით დამაჯერებელი დასაბუთება სჭირდება და აუცილებლობისა და თანაზომიერების მკაცრ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს საერთო ევროპული სამართლებრივი სივრცის ფუნდამენტური სტანდარტებია და საქართველოც ამ სივრცის ნაწილია. მმართველ უმრავლესობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, დაიცვას ეს პირობები და პატივი სცეს პოლიტიკური ოპოზიციის კანონიერ როლს როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ. მმართველი პარტია, რომელიც საკუთარი ძალაუფლების დემოკრატიული შეზღუდვების მოხსნას ცდილობს, სწორედ იმ ქვეყანას ასუსტებს, რომლის სამსახურშიც თავს მიიჩნევს. ეს პროცესი მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვების ზრდის ფონზე. ეს მოვლენები ერთობლიობაში საფრთხეს უქმნის ბალანსისა და შეკავების იმ მექანიზმებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული მმართველობისთვის აუცილებელია. ევროპის საბჭო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდება და გააგრძელებს საქართველოსთან დიალოგს, რათა შეუწყოს ხელი კონვენციის დაცვას, ვალდებულებების შესრულებას, პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნებასა და ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვას“, – აცხადებს ალენ ბერსე.შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი ეხება პოლიტიკური პარტიების, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტიის“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვას. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ხვალ, 21 ოქტომბერს იწყება. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792504819

მსოფლიო

კოლუმბიაში ოქროს მაღარო ჩამოინგრა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

კოლუმბიის სამხრეთ-დასავლეთით ოქროს არალეგალური მაღარო ჩამოინგრა, - ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს. როგორც მედია წერს, მაღაროს ჩამონგრევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა დ...

კოლუმბიაში ოქროს მაღარო ჩამოინგრა -

1792503350

ახალი ამბები

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III: საქართველოს გაქრისტიანებიდან 1 700 წლის შესრულება არის სულიერი გახსენებისა და ღმერთისადმი მადლიერების შესაძლებლობა

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქ თეოფილე III-ის...

თეოფილე III:

1792502754

ახალი ამბები

სპეციალური პენიტენციური სამსახური: გავრცელებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილზე თანამესაკნეების მხრიდან არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ დავით ფეიქრიშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ განცხადებას პასუხობს. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი, ადვოკატის მიერ გავრცელ...

სპეციალური პენიტენციური სამსახური

1792501727

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5978 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5979 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო,...

ააა

1792500891

ახალი ამბები

ირაკლი გაბრიაძე: ფინანსებზე ხელმისაწვდომობის არსებული პროგრამები, ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ექსპორტის მხარდაჭერა ჯამურად წაახალისებს მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარის ინვესტიციას ქართულ ეკონომიკაში

„საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სტრატეგიული სახელმწიფო პროექტების განხორციელებაში“, - განაცხადა კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გაბრიაძემ....

ირაკლი გაბრიაძე