ირაკლი ქადაგიშვილი მაია სანდუზე: გამხმოვანებელია, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი, აღარც აღიქმება
„მაია სანდუ არის გამხმოვანებელი. ის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი, აღარც აღიქმება“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილის თქმით, „მაია სანდუს პოლიტიკური კარიერა თავიდან ბოლომდე გარედან დანიშვნაზეა დამოკიდებული და ამიტომ, მან ეს ხარკი უნდა იხადოს“.
„ჩვენ თუ წავიკითხავთ მაია სანდუს განცხადების შინაარსს, იქ ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ ჩვენ რუსულ ორბიტაზე დავბრუნდით იმიტომ, რადგანაც ომის შიშით მოვახერხეთ ხალხში არჩევნების დროს ხმების მიღება. ანუ, ნახეთ როგორ იკვეთება, როგორი წინააღმდეგები არიან იმ სამშვიდობო პოლიტიკისა და პოზიციისა, რომელიც საქართველოს აქვს. კიდევ ერთხელ ჩანს აქ მისი დამკვეთების გაღიზიანების წყარო საიდან მოდის, რომ საქართველო ვერ ჩაითრიეს რუსეთის წინააღმდეგ ომში. ანუ, ეს გეოპოლიტიკური ომის რუკა, რომელიც გულისხმობდა, რომ რუსეთს უნდა ჰქონოდა რამდენიმე მხრიდან ცხელი წერტილი, რაც მის მდგომარეობას, ბუნებრივია კიდევ უფრო დაამძიმებდა. საქართველომ ამ როლის შესრულებაზე უარი განაცხადა. აი, ეს უპატიებელია იმ ბიუროკრატიისთვის, იმ პოლიტიკური მეინსტრიმის ხალხისთვის, ვინც ჯერჯერობით ევროპაში საქმეებს წარმართავს. მაია სანდუ ამ შემთხვევაში არის გამხმოვანებელი. ის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი, აღარც აღიქმება“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისივე განცხადებით, მაია სანდუ მხოლოდ თავის თავს კი არა, მოლდოვას, როგორც სახელმწიფოს და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ურთიერთობებს წირავს.
1769614771
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ფსიქოტროპული მედიკამენტის ფასი 12-ჯერ შემცირდა, საქმე გვაქვს ფასის კლებასთან და არა ხარისხის
„როდესაც საუბარია წამალზე და სამკურნალო საშუალებებზე, ბუნებრივია, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემაა და სამართლიანია, რომ როგორც ხარისხის, ისე ფასის კუთხით იყოს ისეთი რეჟიმი, რომელიც მოქალაქეებისთვის...
1769613839
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს
„ყველა აფთიაქს ექნება ვალდებულება, რომ გარკვეული ასორტიმენტის მედიკამენტები მარაგში ჰქონდეს. კომერციული ინტერესი არ უნდა ახდენდეს გავლენას, რომელი ფარმაცევტული პროდუქტით ვაჭრობა არის მოგებიანი, ან - წ...
1769610983
ახალი ამბებიილია ღუდუშაურს ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. ღუდუშაურს პასპორტი ჩამოერთმევა და საზღვრის გადაკვე...
1769609978
მსოფლიოკრემლში ადასტურებენ რომ აბუ-დაბიში სამმხრივი მოლაპარაკებების ახალი რაუნდი 1-ელ თებერვალს გაიმართება
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრა 1-ელ თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, პესკოვს დეტალებზე არ...
1769609814
ახალი ამბებიბრალდებულმა სოფელ ყარაბულახში ქალისა და კაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლე დაჭრა - ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ დმანისის მუნიციპალიტეტში ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელე...































