ბრალდებულმა სოფელ ყარაბულახში ქალისა და კაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლე დაჭრა - ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
საქართველოს პროკურატურამ დმანისის მუნიციპალიტეტში ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებებში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 27 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაბულახში ბრალდებულმა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს დანით ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე გარდაიცვალა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო; ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა“, - აცხადებენ პროკურატურაში.
1769608645
ახალი ამბებიმიხეილ სარჯველაძე: როდესაც საუბარია წამალზე, ადამიანებისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად სამართლიანია, რომ ყველა შემთხვევაში იყოს რეგულირებული იმგვარად, რომ ფასზე იყოს რეგლამენტი დაწესებული
როდესაც საუბარია წამალზე, ბუნებრივია ადამიანებისთვის ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე აბსოლუტურად სამართლიანია, რომ ყველა შემთხვევაში იყოს რეგულირებული იმგვარად, რომ ფასზე იყოს...
1769606068
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 28 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6927 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6932 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1769605433
მსოფლიოკალასის თქმით, აშშ-ისთვის ევროპა პრიორიტეტული აღარ არის, ამიტომ ევროკავშირმა საკუთარი უსაფრთხოება თავად უნდა უზრუნველყოს
ევროპა აღარ არის აშშ-ის საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტი, ამიტომ ევროკავშირი უფრო აქტიური უნდა გახდეს საკუთარი თავდაცვის სფეროში. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ს...
1769604505
ახალი ამბებისააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ გელა უძილაურის მიმართ პირველი ინსტანციის განაჩენი, რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზ...
1769603149
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ანტიქართული რიტორიკით რასაც მიაღწიეს, ევროკავშირის დაზიანებაა, ეს გვაწუხებს, თორემ ბრიუსელის ბიუროკრატია ჭირსაც წაუღია
ბრიუსელის ბიუროკრატები მდაბიო ხასიათის ბწკენებით არიან დაკავებული მათ მიმართ, ვინც მათ დაქვემდებარებაზე უარს აცხადებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,...































