ირაკლი ქადაგიშვილი: საფრანგეთის მიერ გარე ჩარევებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება ნათელი მაგალითია, როგორ ხდება საქართველოზე ზეწოლა, მათაც დაინახეს, რომ არსებობს კონკრეტული საფრთხეები
პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, საფრანგეთის მიერ გარე ჩარევებთან დაკავშირებით კანონის გამკაცრება კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, როგორ ხდება საქართველოზე ზეწოლა.
„ეს ხდება არა დემოკრატიული პრინციპებიდან ან ქვეყნის ინტერესებიდან, არამედ სხვების ინტერესებიდან გამომდინარე. საქართველომ გარე დაფინანსებებთან, გარე ჩარევებთან, იგივე მიტინგების მართვასთან დაკავშირებით გაცილებით ჰუმანური კანონმდებლობა მიიღო, ვიდრე - სხვა ქვეყნებმა. მათ გაცილებით მძიმე და ბრუტალური კანონმდებლობა მიიღეს.
მათაც დაინახეს, რომ არსებობს კონკრეტული საფრთხეები, არა მარტო სახელმწიფოს სუვერენიტეტის, არამედ დემოკრატიისა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კანონის მიღების დროს საქართველოს მაგალითი მოიყვანა.
ჩვენ ვმოქმედებთ იმ სტანდარტით, რა სტანდარტითაც დემოკრატია მოქმედებს სუვერენულ სახელმწიფოში. რატომ არიან რეპუტაციაშელახული დასავლური ინსტიტუტები და რატომ არიან დასავლეთის ბევრი ქვეყნის ეროვნული მთავრობები ავტორიტეტდაკარგული საკუთარ საზოგადოებაში? იმიტომ, რომ წვრილ პოლიტიკურ ინტერესებზე პრინციპები გაიწირა. სწორედ ეს წვრილი პოლიტიკური ინტერესები იყო, რომელიც საქართველოში მათ ამოძრავებდათ და არა - დემოკრატია.
ვერც მედიის თავისუფლებას ხედავდნენ, ვერც ბიზნესის თავისუფლებას, ვერც ყველა იმ რეფორმას, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარდა, რამაც საშუალება მისცა ოპოზიციას, საქართველოში ისტორიაში პირველად, რომ ყველაზე წარმატებული შედეგი მიიღო. ამიტომ, ამ შემთხვევაში მათი ინტერესი აცდენილი იყო იმ ლოზუნგებს, რა ლოზუნგებითაც ხალხს ერთგვარად თვალს უბრმავებდნენ. ამ ლოზუნგების უკან ჰქონდათ ხელისუფლებაში მოსვლის კონკრეტული მიზნები - დანიშნული მარიონეტების მოყვანის. ეს არ გამოუვიდათ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
1792660435
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს როდესაც ვიღებდით, მაკრონი საქართველოს კრიტიკაში მოწინავე იყო, ახლა საფრანგეთი უსაფრთხოებისთვის უფრო მკაცრ კანონს იღებს
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს როდესაც ვიღებდით, საქართველოს კრიტიკაში საფრანგეთის პრეზიდენტი მოწინავე იყო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ემ...
1792659768
საზოგადოებაირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო...
1792658826
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: პარტიის კონსტიტუციურობაზე სასამართლოსთვის მიმართვა პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა
„ყველას შევახსენებ, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ხალხის წარმომადგენლების მიერ ამ უფლებ...
1792658769
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: არაერთხელ დადასტურებულა სტრასბურგის მიერ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან გაკეთებული განცხადებები უსაფუძვლო იყო, დღემდე ვალად აქვთ ბოდიში უსაფუძვლო თავდასხმების გამო
„შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში, ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით“, - ამის შესა...
1792658692
საზოგადოება„50 000-ლარიანი ჯარიმა და 9-თვიანი პირობითი მსჯავრი“ - ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ელიზბარაშვილმა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, პროკურატურას საკუთარი ნებით მიმართა. ადვოკ...


























