ლევან მაჭავარიანი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე: ერთი მხრივ, ეს არის ძალიან უხეში ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში, მეორე მხრივ – ეს არის თავდასხმა სასამართლოზე

ლევან მაჭავარიანი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის მოწოდებას საკონსტიტუციო სარჩელის უკან გაწვევის შესახებ საქართველოს საქმეებში შიდა ჩარევად აფასებს. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ქართულ სასამართლოზე წარსულში განხორციელებული ზეწოლის მაგალითებსაც იხსენებს.

„ჩვენ მოვუწოდებდით თავშეკავებისკენ, იქიდან გამომდინარე, რომ, ერთი მხრივ, ეს არის ძალიან უხეში ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში, მეორე მხრივ – ეს არის თავდასხმა სასამართლოზე. ჩვენ არაერთი მაგალითი გვინახავს, როდესაც ბატონი ჰერჩინსკი, ბატონი ფიშერი პირდაპირ სასამართლო პროცესებზე დადიოდნენ, რომ პირდაპირ ზეწოლა მოეხდინათ. გვახსოვს ქალბატონი კელი დეგნანი, რომელმაც ნიკა გვარამიას საკითხთან დაკავშირებით მოსამართლე დაიბარა და ანგარიშის ჩაბარება მოსთხოვა. ეს არის ძალიან უხეში ჩარევა ჩვენს შიდა საქმეებში და ჩვენს მოქალაქეებს ეს ძალიან არ მოსწონთ, მსუბუქად რომ ვთქვათ. ეს კონტრპროდუქტიულია თვითონ ამ აქტორებისთვის. რამდენ საქმესაც ასე წინასწარ შეფასება გაუკეთეს და რაღაც პოლიტიკური იარლიყი მიაკერეს, ყველა ეს საქმე წაღებული იყო სტრასბურგის სასამართლოში და აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ქართული მართლმსაჯულება მოქმედებდა ძალიან მაღალი სტანდარტით“, – აცხადებს მაჭავარიანი.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, გუდრუნ კუგლერი, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უკან გაიწვიოს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792660435

ახალი ამბები

ირაკლი ჭეიშვილი: „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს როდესაც ვიღებდით, მაკრონი საქართველოს კრიტიკაში მოწინავე იყო, ახლა საფრანგეთი უსაფრთხოებისთვის უფრო მკაცრ კანონს იღებს

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს როდესაც ვიღებდით, საქართველოს კრიტიკაში საფრანგეთის პრეზიდენტი მოწინავე იყო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ემ...

ირაკლი ჭეიშვილი:

1792659768

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო...

ირაკლი კობახიძე

1792658826

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: პარტიის კონსტიტუციურობაზე სასამართლოსთვის მიმართვა პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა

„ყველას შევახსენებ, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ხალხის წარმომადგენლების მიერ ამ უფლებ...

შალვა პაპუაშვილი

1792658769

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: არაერთხელ დადასტურებულა სტრასბურგის მიერ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან გაკეთებული განცხადებები უსაფუძვლო იყო, დღემდე ვალად აქვთ ბოდიში უსაფუძვლო თავდასხმების გამო

„შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში, ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით“, - ამის შესა...

შალვა პაპუაშვილ

1792658692

საზოგადოება

„50 000-ლარიანი ჯარიმა და 9-თვიანი პირობითი მსჯავრი“ - ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ელიზბარაშვილმა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, პროკურატურას საკუთარი ნებით მიმართა. ადვოკ...

 თამაზ ელიზბარაშვილი