ირაკლი ქადაგიშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დავინახეთ, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენლები არც სასამართლოს ცნობდნენ, არც პრეზიდენტის ინსტიტუტს, არც პარლამენტის ლეგიტიმურობას და არც საპარლამენტო კომისიის არსებობს
„საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე დავინახეთ, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენლები არც სასამართლოს ცნობდნენ, არც პრეზიდენტის ინსტიტუტს, არც პარლამენტის ლეგიტიმურობას, არც საპარლამენტო კომისიის არსებობს“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლო დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლები თავისი თავის საწინააღმდეგო განწყობას და ჩვენებას ქმნიდნენ.
„სასამართლო დარბაზში რაღაცნაირად თვითდისტრაქციას აკეთებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ მათთვის კონსტიტუციური ინსტიტუციები არალეგიტიმურია.
სასამართლო დარბაზში თავის თავის საწინააღმდეგო განწყობას და ჩვენებას ქმნიდნენ. იცით, ქვეყნისთვის მთავარი საფრთხის რა არის? – მთავარი საფრთხის მატარებელია ის, რომ ქვეყანა მუდმივად იყოს გარედან ვიღაცის ინტერესების მომსახურებაში. ამ ქვეყანაში ვიღაცას რაღაცა ინტერესი გააჩნია და სჭირდება, რომ ამ ქვეყანაში იყოს ამ ინტერესის მომსახურე მთავრობა. დამღუპველია, რომ ეს მექანიზმები ვინმეს გააჩნდეს და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში, საქართველო სხვისი ინტერესების გამტარებელი იყოს. საქართველოს ინტერესებშია, რომ საქართველოს სუვერენიტეტი, კონსტიტუცია და დემოკრატია მუშაობდეს და არ იყოს შიდა აქტორებისა და მათი გარე პატრონების მანიპულაციის ველი“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
1792660435
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი: „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს როდესაც ვიღებდით, მაკრონი საქართველოს კრიტიკაში მოწინავე იყო, ახლა საფრანგეთი უსაფრთხოებისთვის უფრო მკაცრ კანონს იღებს
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს როდესაც ვიღებდით, საქართველოს კრიტიკაში საფრანგეთის პრეზიდენტი მოწინავე იყო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ემ...
1792659768
საზოგადოებაირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ანა ვარდაპეტიანს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო...
1792658826
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: პარტიის კონსტიტუციურობაზე სასამართლოსთვის მიმართვა პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა
„ყველას შევახსენებ, ნებისმიერი პარტიის კონსტიტუციურობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრთა კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. ხალხის წარმომადგენლების მიერ ამ უფლებ...
1792658769
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: არაერთხელ დადასტურებულა სტრასბურგის მიერ, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე უცხოეთიდან გაკეთებული განცხადებები უსაფუძვლო იყო, დღემდე ვალად აქვთ ბოდიში უსაფუძვლო თავდასხმების გამო
„შემაშფოთებელია, ბოლო დღეებში, ზოგიერთი უცხოელი ოფიციალური პირის მიერ გაკეთებული განცხადებების შინაარსი და ტონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე განხილვასთან დაკავშირებით“, - ამის შესა...
1792658692
საზოგადოება„50 000-ლარიანი ჯარიმა და 9-თვიანი პირობითი მსჯავრი“ - ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასამართლო სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ელიზბარაშვილმა, საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, პროკურატურას საკუთარი ნებით მიმართა. ადვოკ...


























