ირაკლი ქადაგიშვილი საკადრო ცვლილებებზე: გასაგებია, რომ ოპოზიცია ამით სპეკულირებს, სხვა რა დარჩენიათ

 მე ცოტა ფართო კონტექსტში შევხედავდი საკადრო ცვლილებებს, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ხელისუფლების სხვადასხვა უწყებებში მიმდინარეობს იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე რაც გახდა პრემიერ-მინისტრი, მან მინისტრთა კაბინეტში ძალიან ბევრი სიახლე შემოიტანა, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, მათ შორის ე.წ. სამართალდამცავ და ძალოვან უწყებებშიც მოხდა გარკვეული ცვლილებები.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს და ეს, ბუნებრივია, იწვევს ობიექტურად საკადრო ცვლილებებსაც. ანუ, ცვლილება მინისტრისა ნიშნავს, რომ მინისტრს მიდგომები, სამუშაო პროცესი, საკადრო ხედვა, ყველაფერ ამასთან დაკავშირებით თავისი ხედვები გააჩნია. ბუნებრივია, რომ ამ ხედვების რეალიზაციისთვის მას სჭირდება კონკრეტული ადამიანების და თანამშრომლების სხვადასხვა პოზიციაზე გადაადგილება ან ახალი თანამშრომლის მოყვანა, რომ მისი, ასე ვთქვათ, ხედვა და პოლიტიკა, რაც მან სამინისტროში და სამინისტროს მეშვეობით უნდა გაატაროს, იყოს რეალიზებული. ამიტომ, ჩვენ ამ ცვლილებებს ვხედავთ და ეს ცვლილებები არის პოლიტიკურ კურსთან სრულ თანხვედრაში და შეთანხმებულია. ამიტომ, ამაში რაიმე განსაკუთრებული არ შეიძლება დავინახოთ ნეგატივის კუთხით. პირიქით, კარგია როდესაც ახალ მინისტრს აქვს ის ხედვა და უნარი, რომ სისტემაში გარკვეული ცვლილებები მოახდინოს. მათ შორის, საკადრო ცვლილებები. არცერთი ღირსეული თანამშრომელი, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროში, სისტემის გარეშე არ რჩება და სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე აგრძელებენ მუშაობას“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, გასაგებია, რომ ოპოზიცია ამით სპეკულირებს, მაგრამ სხვა რა დარჩენიათ.

„ეს მათი სპეკულაციის საგანია და მეტი სხვა არაფერი. რეალობა, ამ შემთხვევაში ის არის, რაზეც მე ვსაუბრობდი“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775845206

ახალი ამბები

ტრამპი: ირანს კოზირები არ აქვს, დღეს ისინი ცოცხლები მხოლოდ მოლაპარაკებისთვის არიან

ირანელები ვერ იაზრებენ, რომ კარტები არ აქვთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის სოციალურ ქსელში წერს. „როგორც ჩანს, ირანელები ვერ იაზრებენ, რომ საერთაშორისო საზღვაო გზების გამოყენებით მსო...

დონალდ ტრამპი

1775842962

მსოფლიო

„ესპანეთმა ჩვენი თავდაცვის ძალების ჯარისკაცები შეურაცხყო“ - ნეთანიაჰუს თქმით, ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

„ისრაელი არ გაჩუმდება მათ წინაშე, ვინც თავს გვესხმის“, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელი ესპანეთს კირიატ გატში მდებარე სამოქალაქო-სამხე...

ნეთანიაჰუ

1775840252

მსოფლიო

ორბანი: ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის, ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ?

ბრიუსელი მილიარდებს ითხოვს უკრაინისთვის. ნუთუ ბიუროკრატები გაგიჟდნენ? ჩვენ არ გადავიხდით იმ ომისთვის, რომელიც ჩვენი არ არის, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს...

ვიქტორ ორბანი

1775837496

ახალი ამბები

რომის პაპი: ყველა, ვინც ქრისტეს მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, ღმერთი არ აკურთხებს არცერთ კონფლიქტს

ყველა, ვინც ქრისტეს, მშვიდობის მთავრის, მოწაფეა, არასდროს არის მათ მხარეს, ვისაც ოდესღაც ხმალი ეპყრა ხელთ და დღეს ბომბებს ისვრის, - ამის შესახებ რომის პაპმა ლეო XIV განაცხადა. „ღმერთი არ აკურთხებს არც...

რომის პაპი

1775836752

მსოფლიო

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“ - ტრამპი აშშ-სა და ირანს შორის გასამართი მოლაპარაკებების წინ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს

„მსოფლიოში ყველაზე ძლიერი გადატვირთვა“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება აშშ-სა და ირანს შორის გასამართ მოლაპარაკებამდე გააკეთა, რო...

დონალდ ტრამპი