ირაკლი ქადაგიშვილი: სამწუხაროა, როდესაც ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილი მთლიანად არის დამოკიდებული საგარეო დირექტივაზე

„ძალიან სამწუხაროა, როდესაც ქართული პოლიტიკური სპექტრის ნაწილი მთლიანად არის დამოკიდებული საგარეო დირექტივაზე“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა აქციის მონაწილეების მიერ რუსთაველზე წაკითხულ ტექსტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც საგარეო დირექტივებზე ხარ დამოკიდებული, საკუთარ ქვეყანაში სხვა ქვეყნის პოლიტიკის გამტარებელი ხდები.

„ამ შემთხვევაში უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი, ეს დირექტივა ევროკავშირიდან მოდის, მოსკოვიდან თუ რომელიმე სხვა დედაქალაქიდან. მთავარია, რომ ნება საკუთარი ხალხის მიმართ დაკარგულია და ნება მინდობილია უცხოეთზე.

ეს ნიშნავს, რომ კარგავ შენი ქვეყნის სუვერენიტეტს. ეს ნიშნავს, რომ აღარ ხარ შენი ქვეყნის პოლიტიკოსი და შენს ქვეყანაში სხვა ქვეყნის პოლიტიკის გამტარებელი ხარ. ამიტომ, რაც არ უნდა მეგობრული იყოს სხვა ქვეყანა, ის ვერასოდეს შეცვლის შენს ქვეყანას და შენი ქვეყნის ინტერესებს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1763039777

საზოგადოება

თენგიზ შარმანაშვილი Prime Time-ის მიერ ბრიუსელიდან მოპოვებულ დოკუმენტზე: ასეთი უუფლებო აგენტურა თარეშობდა ამდენი ხნის განმავლობაში თურმე, პატრონების გამოგზავნილი ტექსტის კორექტირებაც არ შეუძლიათ

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, რადიკალური ოპოზიციის მიერ ჩატარებულ ბრიფინგს ეხმიანება, რომლის დაწყებამდეც „პრაიმ ტაიმმა“ ბრიუსელიდა...

თენგიზ შარმანაშვილი

1763039533

საზოგადოება

საახალწლო ილუმინაციების მოწყობის გამო ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ავტომანქანების გადა...

საახალწლო ილუმინატები

1763039177

ახალი ამბები

ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7091 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7059 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ვალუტის კურსი

1763038179

საზოგადოება

ტურძელაძე ოპოზიციის ბრიფინგზე: საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ღალატის ქრონიკა. „რუსთავი 2“-მა გაასაჯაროვა ბრიუსელიდან მოწოდებული ტექსტი, რომელიც უცხოეთიდან მიღებული მითითებების შესაბამისად ამ ადამიანებმა მოღალატეობრივად წაიკითხეს

საზოგადოებამ ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ იხილა ჩვენი ქვეყნის გაყიდვისა და ღალატის ქრონიკა. რუსთავი ორმა გაასაჯაროვა ბრიუსელიდან მოწოდებული ტექსტი, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი...

ნოდარ ტურძელაძე

1763037053

საზოგადოება

გიორგი ჩაკვეტაძე: „ნაცებმა“ ბრიუსელიდან მიიღეს წერილი, რომელიც 15:00 საათზე „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა და 15:10 საათზე რადიკალებმა ზედმიწევნით წაიკითხეს პირდაპირ ეთერში, გაცხადებული აგენტურა - უცხოელები, ქართული სახელითა და გვარებით

ე„ს წერილი „ნაცებმა“ ბრიუსელიდან მიიღეს, რაც 15:00 საათზე „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა და 15:10 საათზე რადიკალებმა ზედმიწევნით წაიკითხეს პირდაპირ ეთერში“, - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზ...

გიორგი ჩაკვეტაძე