პარლამენტში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სახელმწიფო სერვისებისა და შეღავათების საკითხზე სამუშაო შეხვედრები გაიმართა
პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა პარლამენტში მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სახელმწიფო სერვისებისა და შეღავათების საკითხზე სამუშაო შეხვედრები გამართა.
მარიამი ლაშხი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე მრავალშვილიანი ოჯახებისთვის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამები განიხილეს, გამოიკვეთა საჭიროებები და სამომავლო მიმართულებები, რომლებიც მიზნად ისახავს დამატებითი შესაძლებლობებისა და შეღავათების შექმნას მრავალშვილიანი ოჯახების მხარდასაჭერად.
როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია მომავალშიც გააგრძელებს უწყებათაშორის თანამშრომლობასა და თემატურ განხილვას, რათა საჯარო პოლიტიკა კიდევ უფრო ეფექტურად პასუხობდეს ქალთა და ბავშვთა ინტერესებს.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გრეტა წიწავა.
1763041169
ახალი ამბებისაქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
13 ნოემბერს, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, არარატ მირზოიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში, გაი...
1763039777
საზოგადოებათენგიზ შარმანაშვილი Prime Time-ის მიერ ბრიუსელიდან მოპოვებულ დოკუმენტზე: ასეთი უუფლებო აგენტურა თარეშობდა ამდენი ხნის განმავლობაში თურმე, პატრონების გამოგზავნილი ტექსტის კორექტირებაც არ შეუძლიათ
თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი, რადიკალური ოპოზიციის მიერ ჩატარებულ ბრიფინგს ეხმიანება, რომლის დაწყებამდეც „პრაიმ ტაიმმა“ ბრიუსელიდა...
1763039533
საზოგადოებასაახალწლო ილუმინაციების მოწყობის გამო ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ავტომანქანების გადა...
1763039177
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7091 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7059 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1763038179
საზოგადოებატურძელაძე ოპოზიციის ბრიფინგზე: საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ღალატის ქრონიკა. „რუსთავი 2“-მა გაასაჯაროვა ბრიუსელიდან მოწოდებული ტექსტი, რომელიც უცხოეთიდან მიღებული მითითებების შესაბამისად ამ ადამიანებმა მოღალატეობრივად წაიკითხეს
საზოგადოებამ ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ იხილა ჩვენი ქვეყნის გაყიდვისა და ღალატის ქრონიკა. რუსთავი ორმა გაასაჯაროვა ბრიუსელიდან მოწოდებული ტექსტი, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი...



























