თორნიკე ჭეიშვილი Prime Time-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტზე: დღევანდელი ამბავი სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს
„დღევანდელი ამბავი სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ რაც დღეს ვიხილეთ და რაც ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში განვითარდა, არის ქრესტომათიული მაგალითი იმისა, რასაც ჰქვია უსამშობლობა, მოღალატეობრივი საქმიანობა და რასაც შეიძლება ასევე ყურმოჭრილი მონობა ეწოდოს“, - ასე გამოეხმაურა თორნიკე ჭეიშვილი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების მიერ წაკითხულ განცხადებას, რომლის ტექსტიც Prime Time-ის ინფორმაციით, ბრიუსელში დაიწერა.
„დღის ქრონიკაში“ საუბრისას იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ეს ადამიანი წარსულშიც იყვნენ მხილებულები მსგავს ანტიეროვნულ ქმედებებში და დღეს ფაქტობრივად „ახალი მწვერვალი“ დაიპყრეს, რადგან მათ განცხადების ტექსტში ცვლილების შეტანის უფლებაც კი არ მისცეს.
„რეალურად, ეს კიდევ ერთი მანიშნებელია იმისა, თუ რაოდენ მძიმე ვითარებაშია ერთი მხრივ ადგილობრივი აგენტურა და ეს ექსტრემისტული დაჯგუფებები და მეორე მხრივ თავად ბრიუსელიც, იმიტომ რომ როდესაც უწევთ ამგვარ დეგრადირებულ ჯგუფებთან ურთიერთობა და თანაც იმგვარად, რომ სიტყვა-სიტყვით უნდა დაუმარცვლონ რა და როგორ აქვთ სათქმელი, რასაკვირველია, ეს მოასწავლის იმას, რომ არანაირი წარმატების პერსპექტივა ამ კოლაბორაციას არ გააჩნია. ერთი მხრივ ბრიუსელში მათი კურატორები და მეორე მხრივ ადგილზე დავალებების შემსრულებლები ძალიან მძიმე მარცხისთვის არიან განწირულები“, - მიიჩნევს ჭეიშვილი.
1763039533
საზოგადოებასაახალწლო ილუმინაციების მოწყობის გამო ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ავტომანქანების გადა...
1763039177
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7091 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7059 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1763038179
საზოგადოებატურძელაძე ოპოზიციის ბრიფინგზე: საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ღალატის ქრონიკა. „რუსთავი 2“-მა გაასაჯაროვა ბრიუსელიდან მოწოდებული ტექსტი, რომელიც უცხოეთიდან მიღებული მითითებების შესაბამისად ამ ადამიანებმა მოღალატეობრივად წაიკითხეს
საზოგადოებამ ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ იხილა ჩვენი ქვეყნის გაყიდვისა და ღალატის ქრონიკა. რუსთავი ორმა გაასაჯაროვა ბრიუსელიდან მოწოდებული ტექსტი, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი...
1763037053
საზოგადოებაგიორგი ჩაკვეტაძე: „ნაცებმა“ ბრიუსელიდან მიიღეს წერილი, რომელიც 15:00 საათზე „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა და 15:10 საათზე რადიკალებმა ზედმიწევნით წაიკითხეს პირდაპირ ეთერში, გაცხადებული აგენტურა - უცხოელები, ქართული სახელითა და გვარებით
ე„ს წერილი „ნაცებმა“ ბრიუსელიდან მიიღეს, რაც 15:00 საათზე „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა და 15:10 საათზე რადიკალებმა ზედმიწევნით წაიკითხეს პირდაპირ ეთერში“, - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზ...
1763035256
საზოგადოებანინო წილოსანი ოპოზიციის ბრიფინგზე: 15:00 საათზე წერილი „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა, როგორც გარედან მოსული დაკვეთა. 15:10 საათზე კი აგენტურად ფორმირებულმა დაჯგუფებამ, ლევან ჯობავას სახით სიტყვა სიტყვით წაიკითხა ეს დავალება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმიანება და ამის პარალელურად სოციალურ ქსელში აქვეყნებს „Prime Time“-ის მიერ მოპოვებულ იმ...



























