მარიამ ლაშხი პროექტის - „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ პრეზენტაციას დაესწრო
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი პროექტის - „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ პრეზენტაციას დაესწრო.
მარიამ ლაშხმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან თავის გამოსვლაში პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება დემოგრაფიულ საკითხებზე და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზე გაამახვილა.
„დემოგრაფია არის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი. იგი პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის უსაფრთხოებასა და მომავალს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ ძალისხმევა დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ჩვენი ისტორია, რადგან წარსულის ცოდნა გვაძლევს შესაძლებლობას სწორად დავგეგმოთ ქვეყნის მომავალი განვითარება“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
პროექტის შესახებ ისაუბრა და პრეზენტაცია წარადგინა დემოგრაფიული აღორძინების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ თამარ ჩიბურდანიძემ.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: პარლამენტის წევრმა ზურაბ ქადაგიძემ, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ ანზორ მეგრელიშვილმა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა კონსტანტინე გამსახურდიამ, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.
პროექტი ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი და მისი მთავარი პრინციპია ტრადიციების და თანამედროვეობის სინთეზი.
პროექტი 4-თვიანია, იგი კონკურსის სახით ტარდება და მოიცავს შემდეგ თემატურ მიმართულებებს: ოჯახი, თაობათაშორისი ურთიერთობები, მიგრაცია და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. კონკურსში გამარჯვებული ახალგაზრდები სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდებიან.
პროექტს „მე, ოჯახი, სახელმწიფო“ საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდი ს(ს)იპ ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების“ ფარგლებში ახორციელებს.
პროექტის თანადამფინანსებელია თბილისის მერია.
1763039533
საზოგადოებასაახალწლო ილუმინაციების მოწყობის გამო ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო დიღმის მასივში, ბორის პაიჭაძის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დროებით ორივე მიმართულებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „ავტომანქანების გადა...
1763039177
ახალი ამბებივალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გამყარდა და 2.7091 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7059 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1763038179
საზოგადოებატურძელაძე ოპოზიციის ბრიფინგზე: საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა ღალატის ქრონიკა. „რუსთავი 2“-მა გაასაჯაროვა ბრიუსელიდან მოწოდებული ტექსტი, რომელიც უცხოეთიდან მიღებული მითითებების შესაბამისად ამ ადამიანებმა მოღალატეობრივად წაიკითხეს
საზოგადოებამ ტელეკომპანია „რუსთავი ორის“ პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ იხილა ჩვენი ქვეყნის გაყიდვისა და ღალატის ქრონიკა. რუსთავი ორმა გაასაჯაროვა ბრიუსელიდან მოწოდებული ტექსტი, ჩვენს ქვეყანაში მოქმედი...
1763037053
საზოგადოებაგიორგი ჩაკვეტაძე: „ნაცებმა“ ბრიუსელიდან მიიღეს წერილი, რომელიც 15:00 საათზე „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა და 15:10 საათზე რადიკალებმა ზედმიწევნით წაიკითხეს პირდაპირ ეთერში, გაცხადებული აგენტურა - უცხოელები, ქართული სახელითა და გვარებით
ე„ს წერილი „ნაცებმა“ ბრიუსელიდან მიიღეს, რაც 15:00 საათზე „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა და 15:10 საათზე რადიკალებმა ზედმიწევნით წაიკითხეს პირდაპირ ეთერში“, - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზ...
1763035256
საზოგადოებანინო წილოსანი ოპოზიციის ბრიფინგზე: 15:00 საათზე წერილი „პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა, როგორც გარედან მოსული დაკვეთა. 15:10 საათზე კი აგენტურად ფორმირებულმა დაჯგუფებამ, ლევან ჯობავას სახით სიტყვა სიტყვით წაიკითხა ეს დავალება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი, პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ გამართულ ბრიფინგს ეხმიანება და ამის პარალელურად სოციალურ ქსელში აქვეყნებს „Prime Time“-ის მიერ მოპოვებულ იმ...


























