ირაკლი ქადაგიშვილი - ტრამპის შემოლაწუნების შემდეგ ევროპელი ლიდერები აღიარებენ, რომ გადატვირთვა სჭირდებათ, ამ გამოფხიზლების პროცესით მოგებული დარჩება როგორც ევროპა, ისე საქართველოც

„ვამბობდით, ქმედებები, რომელსაც ევროპა თუ ევროკავშირის გარკვეული პოლიტიკური ძალები ახორციელებდნენ, კონტრპროდუქტიულია გაფართოების პოლიტიკისთვის და თვითონ ევროპისთვისაც“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ვექტორის ცვლილება სარგებელს მოუტანს როგორც თავად ევროპას, ისე საქართველოსაც.

„ვამბობდით, ქმედებები, რომელსაც ევროპა თუ ევროკავშირის გარკვეული პოლიტიკური ძალები ახორციელებდნენ, კონტრპროდუქტიულია გაფართოების პოლიტიკისთვის და თვითონ ევროპისთვისაც. ეს ფაქტია და ამას არა მარტო ტრამპი, ტრამპის შემოლაწუნების შემდეგ თვითონ ევროპული ლიდერებიც აღიარებენ. აღიარებენ, რომ ევროპას ძირფესვიანი გადატვირთვა ყველა მიმართულებით სჭირდება. მათ ახლა ძალიან მწვავედ აქვთ აღქმული ევროპის სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩართულობა. ამბობენ, რომ ეს არავის საქმე არ არის და გრენლანდიამ უნდა გადაწყვიტოს თავისი ბედი. ეს სწორია. თუმცა, საქართველოსთან მიმართებით მათთვის ეს პრინციპი არ მუშაობდა და ჯერჯერობით კვლავ არ მუშაობს. ეს მწარე გამოფხიზლების პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, იმედია, ვითარებას მართლაც გამოაფხიზლებს, ევროპა მართლაც მოძებნის საკუთარ თავში ძალებს, რომ არასწორი განვითარების ვექტორი შეცვალოს. ამით მოგებული დარჩება ევროპა და საქართველოც, როდესაც არამართლზომიერი ჩარევები, შანტაჟი და ზეწოლა ამ ქვეყნის მიმართ მოიხსნება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „მე მიყვარს ევროპა და მსურს, აყვავდეს, მაგრამ ის არასწორი მიმართულებით მოძრაობს“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769075811

მსოფლიო

ზელენსკი დავოსში ჩავიდა, სადაც ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ზელენსკი აშშ-ის პრეზი...

ზელენსკ

1769074090

ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის ელჩს ოლივიე კურტოს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. ხაზი...

პრემიერ-მინისტრი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა

1769073235

ახალი ამბები

არჩილ გორდულაძე: სხვა ქვეყნებში უბრალოდ არასწორი მიმართვის ან მკვეთრი მოძრაობის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია, რომ თავდაცვისთვის ცეცხლსასროლი იარაღი იყოს გამოყენებული, ჩვენ ვხედავთ სხვა მიდგომას ჩვენს ქვეყანაში

მმართველ გუნდში ფილარმონიასთან მომხდარ ინციდენტს ეხმიანებიან, სადაც მამაკაცი მანქანით რკინის ჯებირს შეეჯახა, დანით იმუქრებოდა და პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა. სამართალდამცველებმა მამაკაცი სპეციალური...

არჩილ გორდულაძე

1769071471

ახალი ამბები

წარმატებული თბილისელი სპორტსმენები 23 იანვარს დაჯილდოვდებიან

წარმატებული თბილისელი სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება 23 იანვარს გაიმართება. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ღონისძიება, რომელიც 2018 წლიდან მოყო...

წარმატებული თბილისელი სპორტსმენები 23 იანვარს დაჯილდოვდებიან

1769070108

საზოგადოება

აფრიკის დასახლებაში, ნახევარ ჰექტარზე თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი შენდება

სამგორის რაიონში, აფრიკის დასახლებაში, ნახევარ ჰექტარ ფართობზე სპორტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. როგორც დღეს თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა,...

კახა კალაძე