სამართალდამცველებმა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების კიდევ ორი არასრულწლოვანი წევრი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორგანიზებული რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების კიდევ ორი წევრი დააკავეს. ეს ინფორმაცია „იმედინიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში „იმედინიუსის“ კითხვის პასუხად განმატეს, მათ ბრალი ედებათ მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლებით. ორივე დაკავებული არასრულწლოვანია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ორგანიზებული რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების კიდევ ორი წევრი დააკავეს მსხვერპლთა მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით. დაკავებულთაგან ორივე არასრულწლოვანია.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს საგამოძიებო მოქმედებების გატარებას, ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით“, - აღნიშნეს შს სამინისტროში.
სამართალდამცველებმა რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი 16 იანვარს დააკავეს, რომლებიც სხვადასხვა ასაკის პირზე განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ.
საქალაქო სასამართლომ ფაშისტური დაჯგუფების 16-ვე წევრს პატიმრობა 18 იანვარს შეუფარდა, დაკავებულებს ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამების, ძარცვის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა.
1769085315
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: ველოდებოდით რაღაც ტიპის გზავნილებს ჩვენი მისამართით, რომელიც რატომღაც იგვიანებს. ჩვენ გაჟღერებული გვაქვს, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ ურთიერთობები აშშ-თან აღდგეს და რეალური პარტნიორობა დაიწყოს
„არის აბსოლუტური დუმილი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვრჩებით სტრატეგიული მოლოდინის რეჟიმში, თუმცა კითხვის ნიშნები არსებობს, ვინაიდან უკვე ძალიან დიდი ხანია, რაც ვერანაირი კონკრეტიკა ვერ გავიგეთ საქართველოსთან...
1769084858
ახალი ამბებისუს-ი სხვადასხვა კომპანიაში მიმდინარე საგამოძიებო ქმედებებზე: გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა სხვადასხვა კომპანიიდან
გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუსი საგამოძიებო ქმედებებს სხვადასხვა კომპანიაში ატარებს. „ექსკლუზივი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც კითხვაზე, ფასთა წარმოქმნის პროცესის გარდა, სხვა სა...
1769080326
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი - ტრამპის შემოლაწუნების შემდეგ ევროპელი ლიდერები აღიარებენ, რომ გადატვირთვა სჭირდებათ, ამ გამოფხიზლების პროცესით მოგებული დარჩება როგორც ევროპა, ისე საქართველოც
„ვამბობდით, ქმედებები, რომელსაც ევროპა თუ ევროკავშირის გარკვეული პოლიტიკური ძალები ახორციელებდნენ, კონტრპროდუქტიულია გაფართოების პოლიტიკისთვის და თვითონ ევროპისთვისაც“, – ამის შესახებ პარლამენტის თვით...
1769079199
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ბატონი ალიევი ხაზს უსვამს, თუ რამხელა ინვესტიციებია საქართველოში გაკეთებული და ის დერეფანი, რომელიც საქართველოს გავლით გადის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ უალტერნატივოა
ბატონი ალიევი ხაზს უსვამს, თუ რამხელა ინვესტიციებია საქართველოში გაკეთებული და ის დერეფანი, რომელიც საქართველოს გავლით გადის, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივ უალტერნატივოა, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქ...
1769078178
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მას შემდეგ, რაც ევროპაში ღრმად გაიდგა ფესვები აგენტურის მმართველობამ და ფსევდოლიბერალურმა ღირებულებებმა, ევროპულ პოლიტიკას დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი საყრდენი, ჯანსაღი დებატები მთლიანად გამოეცალა
„დებატი, ანუ დისკუსია ჭეშმარიტების შესახებ, დემოკრატიის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია. დებატი საშუალებას აძლევს საზოგადოებას, მოისმინოს და გააანალიზოს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანთა შეხედულებები დ...






























