ირაკლი ზარქუა: რადიკალები უთავმოყვარეოები არიან, ზღაპრებს ჰყვებიან, რომ თურმე არჩევნები არ აინტერესებთ

„რადიკალები უპრინციპოები და უთავმოყვარეოები არიან, ზღაპრებს ჰყვებიან, რომ თურმე არჩევნები არ აინტერესებთ, არალეგიტიმურია მთავრობა და ცესკოო, მეორე წუთში ცესკოში მიცუნცულდნენ, ნომერი შეგვინახეთო“, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ცესკო თუ არალეგიტიმურია, რა ნომრების შენარჩუნებას ითხოვენ, შეიძლება, ისევ არჩევნებში ჩართვა მოუწიოთ თუ ბიუჯეტის დაფინანსება მოუნდათ?

„რადიკალები უპრინციპოები და უთავმოყვარეოები არიან. ჯერ თქვეს, ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანებაო და რა დროს არჩევნებიაო. ამ კვირაში აღმოჩნდა, რომ ნომრებს მისდევენ, ე მანდ, პარტიული ნომერი არ დავკარგოთო. ასეთი უპრინციპოები არიან. ზღაპრებს ჰყვებიან, რომ თურმე არჩევნები არ აინტერესებთ, არალეგიტიმურია მთავრობა და ცესკო, მეორე წუთში კი ცესკოში მიცუნცულდნენ და მანდ ნომერი შეგვინახეთო და განცხადება დაწერეს. თუ ცესკო არალეგიტიმურია, რა ნომრების შენარჩუნებას ითხოვენ? შეიძლება, ისევ არჩევნებში ჩართვა მოუწიოთ თუ ბიუჯეტის დაფინანსება მოუნდათ? ეს არის მათი სახე“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, „გახარია – საქართველოსთვის“ და „ლელომ“ არჩევნებში მონაწილეობაზე დაკვეთა მიიღეს.

„ხაზარაძე-გახარიამ რა უნდა გააკეთონ, ისედაც წყალწაღებულები იყვნენ. ახლა რა უნდა ქნან? პატრონების დაკვეთაა, ისევ ქაოსი და არეულობა იყოს. იმავე კარუსელზე არიან. რეზოლუციას რეზოლუციაზე მოარტყამენ, თითქოს, თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდაო. ჩარეცხილებისგან კი პატრონებმა შედეგი ვერ მიიღეს, ისინი გვერდზე გასწიეს და დანარჩენები ეჭვიანობენ – რატომ ხართ უპირატესობაში, ბოიკოტი რატომ არ გამოაცხადეთო? რა კონფიგურაციაც არ უნდა ჰქონდეთ, მათი სახელი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, რომელიც მილევად რეჟიმშია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752843918

საზოგადოება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, დღგ-ის გადასახადის გადამხდელის სტატუსით უკვე 197 747 პირი სარგებლობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ამ დროისთვის რეგისტრირებულია 197 747 დღგ-ის გადასახადის გადამხდელი, რომელიც აერთიანებს, როგორც კვალიფიციური, ასევე არაკვალიფიცი...

 შემოსავლების სამსახური

1752843268

ახალი ამბები

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ის შემოსვლა დამატებითი სტიმული იქნება არამარტო ავია, არამედ ტურისტული სექტორისთვისაც

„საქართველოს ავიაბაზარზე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ი შემოდის. ეს ჩვენი ქვეყნის მორიგი წარმატება და სწორი ეკონომიკური, მათ შორის დივერსიფიკაციის პოლიტიკის შედეგი და საავიაც...

 მარიამ ქვრივიშვილი

1752840702

ახალი ამბები

შსს: ბათუმში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ბათუმში მომხდარი სროლის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხო...

შსს: საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი

1752839411

ახალი ამბები

ბათუმში სროლა იყო

ბათუმში, ბულვარის მიმდებარედ, ერთ-ერთ რესტორანში სროლა იყო. როგორც აჭარის ტელევიზია იუწყება, სავარაუდოდ, არის მსხვერპლი. თვითმხილეველების ინფორმაციით, რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. შემთხვევის ადგილზე...

შსს

1752836837

ახალი ამბები

სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ - „ტემპერატურამ შესაძლებელია 40 გრადუსს მიაღწიოს“

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-23 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება, ბარში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40, მთაში 34-36 გრადუსს მიაღწიოს. ჰაერ...

ააა