ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, დღგ-ის გადასახადის გადამხდელის სტატუსით უკვე 197 747 პირი სარგებლობს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ამ დროისთვის რეგისტრირებულია 197 747 დღგ-ის გადასახადის გადამხდელი, რომელიც აერთიანებს, როგორც კვალიფიციური, ასევე არაკვალიფიციური დღგ-ის სტატუსის მქონე გადასახადის გადამხდელებს, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემოსავლების სამსახური დაინტერესებულ პირებს პირობებს ახსენებს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელს მიენიჭოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
„აქვე შეგახსენებთ, დადგენილი წესის შესაბამისად, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ გადასახადის გადამხდელს მიენიჭოს არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი:
დღგ-ის გადამხდელად ახლად დარეგისტრირებული პირს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მომენტიდან;
დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს, თუ მას ბოლო უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული ოპერაცია (ასეთ შემთხვევაში, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის შესაბამისადაც, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე გატარებული თანხა 0-ის ტოლია);
პირს, რომელსაც არ აქვს მოქმედი საბანკო ანგარიში.
კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების მოთხოვნით გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურს მიმართავს განცხადებით - „კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ“, რომლის სათანადო შესწავლის შედეგად გადასახადის გადამხდელს ენიჭება შესაბამისი სტატუსი.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საგადასახადო ორგანომ განიხილა 18 116 მოქმედი გადასახადის გადამხდელის დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭების საკითხი, საიდანაც კვალიფიციური დღგ ის გადამხდელის სტატუსი მიენიჭა 14 551 პირს, ხოლო 3 565 პირმა საგადასახადო ორგანოს ვერ დაუდასტურა სათანადო ინფორმაცია ეკონომიკური აქტივობის შესახებ, რის გამოც მათ შეუნარჩუნდათ არაკვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ხაზგასმით განმარტავს, რომ არაკვალიფიციური დღგ ის გადამხდელის სტატუსის მქონე პირს შეუძლია კვალიფიციური დღგ-ის სტატუსის მოთხოვნით, განმეორებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს. დადგენილი ხარვეზების აღმოფხვრის შემთხვევაში, საკითხის შესწავლის შედეგად, მას მიენიჭება კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების და საგადასახადო კანონშესაბამისობის ამაღლებისთვის, 2021 წელს დაინერგა პროგრამა, რომლის მიზანია, გადასახადის გადამხდელის კანონშესაბამისობის ცნობიერების ამაღლება და კეთილსინდისიერი დღგ-ის გადამხდელების დაცულობა“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
1752850018
საზოგადოებალევან მაჭავარიანი ევროკომისიის მოთხოვნებზე: ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვინაიდან ეს არის შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია
ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვინაიდან ეს არის შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის...
1752848906
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ნარატივია, როგორ შეიძლება პროპაგანდამ ქცევა შეგაცვლევინოს, ძალიან ბევრი კვლევაა ევროპაშიც და აშშ-შიც, თუ რა პერიოდში როგორ გაიზარდა ლგბტქ თემის წარმომადგენელთა რაოდენობა პროპაგანდის მეშვეობით
მადლობა ღმერთს, რომ აშშ-ში ახალი ხელისუფლებაა და საღმა აზრმა გაიმარჯვა. ჩვენ, მინიმუმ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აღარ გვიწევს იმის მტკიცება, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს, - განაცხადა გადაცემა „...
1752848630
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: რადიკალური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი. ყველამ კარგად იცოდა თუ რა სასჯელი მოჰყვებოდა კონკრეტულ კანონდარღღვევას და თავისი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში
რადიკალური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი. ყველამ კარგად იცოდა, თუ რა სასჯელი მოჰყვებოდა კონკრეტულ კანონდარღღვევას და თავისი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულე...
1752847501
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს, ევროკავშირის საელჩო წელსაც აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და არჩევნებისთვის ვიზის საკითხით ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას
როგორც ჩანს, შარშანდლის მსგავსად, ევროკავშირის საელჩო წელსაც აპირებს, ვენის კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის უცხო, ვი...
1752846369
საზოგადოებაირაკლი ზარქუა: საქართველოს სჯიან იმიტომ, რომ არ დავყევით კალასის და მისი სადაქალოს, რაისების მოთხოვნებს, რომ თურმე აქ მეორე ფრონტი უნდა გავხსნათ. თურმე სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს და კალასის მეუღლე დღემდე ვაჭრობს რუსეთთან
საქართველოს სჯიან, ხომ ვიცით რატომაც გვსჯიან. იმიტომ, რომ არ დავყევით კალასის და მისი სადაქალოს, რაისების მოთხოვნებს, რომ თურმე აქ მეორე ფრონტი უნდა გავხსნათ, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორისა და კა...