შსს: ბათუმში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ბათუმში მომხდარი სროლის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელებული სროლის თაობაზე.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.

განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752848630

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: რადიკალური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი. ყველამ კარგად იცოდა თუ რა სასჯელი მოჰყვებოდა კონკრეტულ კანონდარღღვევას და თავისი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

რადიკალური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი. ყველამ კარგად იცოდა, თუ რა სასჯელი მოჰყვებოდა კონკრეტულ კანონდარღღვევას და თავისი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულე...

ლევან მაჭავარიანი

1752847501

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს, ევროკავშირის საელჩო წელსაც აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და არჩევნებისთვის ვიზის საკითხით ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას

როგორც ჩანს, შარშანდლის მსგავსად, ევროკავშირის საელჩო წელსაც აპირებს, ვენის კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის უცხო, ვი...

შალვა პაპუაშვილი

1752846369

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა: საქართველოს სჯიან იმიტომ, რომ არ დავყევით კალასის და მისი სადაქალოს, რაისების მოთხოვნებს, რომ თურმე აქ მეორე ფრონტი უნდა გავხსნათ. თურმე სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს და კალასის მეუღლე დღემდე ვაჭრობს რუსეთთან

საქართველოს სჯიან, ხომ ვიცით რატომაც გვსჯიან. იმიტომ, რომ არ დავყევით კალასის და მისი სადაქალოს, რაისების მოთხოვნებს, რომ თურმე აქ მეორე ფრონტი უნდა გავხსნათ, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორისა და კა...

პოლიტიკოსი

1752846324

საზოგადოება

ირაკლი კირცხალია: მოლდოვასა და საქართველოს შედარება არის თავხედური უტიფრობა

„მოლდოვასა და საქართველოს შედარება არის თავხედური უტიფრობა. სირცხვილია რაიმე პარამეტრით ამ ორი ქვეყნის ერთმანეთთან შედარება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ი...

ირაკლი კირცხალია

1752844319

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7118 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7121 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...

ლარის კურსი, ვალუტა