მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ის შემოსვლა დამატებითი სტიმული იქნება არამარტო ავია, არამედ ტურისტული სექტორისთვისაც

„საქართველოს ავიაბაზარზე მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ი შემოდის. ეს ჩვენი ქვეყნის მორიგი წარმატება და სწორი ეკონომიკური, მათ შორის დივერსიფიკაციის პოლიტიკის შედეგი და საავიაციო ინდუსტრიის აღიარებაა. საქართველოში ასეთი ძლიერი საერთაშორისო ბრენდული ავიაკომპანიის შემოსვლა კიდევ უფრო გაამყარებს ქვეყნის ცნობადობას და ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის მეტად განვითარებას“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანიის აბუ-დაბი-თბილისი-აბუ დაბის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყება 2026 წლის 1-ელი მარტიდან, კვირაში 14 სიხშირით იგეგმება. დღეის მდგომარეობით საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ფრენებს ახორციელებენ ავიაკომპანიები Fly Dubai, Air Arabia, Air Arabia Abu Dhabi და Wizz Air Abu Dhabi კვირაში დაახლოებით 49 სიხშირით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეფასებით, ავიაკომპანია Etihad Airways-ის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, ისე მთლიანად საქართველოსა და ყურის ქვეყნებს შორის მგზავრთნაკადის ზრდას.

„ჩვენ მჭიდრო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა გვაქვს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და Etihad Airways-ის შემოსვლა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს თანამშრომლობის გაღრმავებას და მსყიდველუნარიანი ტურისტული ნაკადების ზრდას. შესაბამისად, ეს დადებითად აისახება ტურიზმისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდაზე.

ყურის ქვეყნები ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ავიამიმართულებაა, შესაბამისად, Etihad Airways-ის ავიარეისები დამატებითი სტიმული იქნება არამარტო ავია, არამედ საქართველოს ტურისტული სექტორისთვისაც და შედეგად მთელი ეკონომიკისთვის. ჩვენი გუნდი კი მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, რომ ჩვენი თანამშრომლობა და ავიაკომპანიის საქართველოში ოპერირება წარმატებული იყოს“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში რეკორდული რაოდენობა - 70-ზე მეტი ავიაკომპანია ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით 110-ზე მეტი მიმართულებით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, საქართველო ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების მოზიდვის მიზნით მარკეტინგული კამპანიების წარმოება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752850018

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის მოთხოვნებზე: ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვინაიდან ეს არის შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია

ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვინაიდან ეს არის შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის...

ლევან მაჭავარიანი

1752848906

ახალი ამბები

ლევან მაჭავარიანი: ნარატივია, როგორ შეიძლება პროპაგანდამ ქცევა შეგაცვლევინოს, ძალიან ბევრი კვლევაა ევროპაშიც და აშშ-შიც, თუ რა პერიოდში როგორ გაიზარდა ლგბტქ თემის წარმომადგენელთა რაოდენობა პროპაგანდის მეშვეობით

მადლობა ღმერთს, რომ აშშ-ში ახალი ხელისუფლებაა და საღმა აზრმა გაიმარჯვა. ჩვენ, მინიმუმ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის აღარ გვიწევს იმის მტკიცება, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს, - განაცხადა გადაცემა „...

ლევან მაჭავარიანი

1752848630

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი: რადიკალური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი. ყველამ კარგად იცოდა თუ რა სასჯელი მოჰყვებოდა კონკრეტულ კანონდარღღვევას და თავისი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

რადიკალური პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა დემონსტრაციულად დაარღვიეს კანონი. ყველამ კარგად იცოდა, თუ რა სასჯელი მოჰყვებოდა კონკრეტულ კანონდარღღვევას და თავისი ფეხით შევიდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულე...

ლევან მაჭავარიანი

1752847501

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს, ევროკავშირის საელჩო წელსაც აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და არჩევნებისთვის ვიზის საკითხით ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას

როგორც ჩანს, შარშანდლის მსგავსად, ევროკავშირის საელჩო წელსაც აპირებს, ვენის კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის უცხო, ვი...

შალვა პაპუაშვილი

1752846369

საზოგადოება

ირაკლი ზარქუა: საქართველოს სჯიან იმიტომ, რომ არ დავყევით კალასის და მისი სადაქალოს, რაისების მოთხოვნებს, რომ თურმე აქ მეორე ფრონტი უნდა გავხსნათ. თურმე სანქცია უნდა დავუწესოთ რუსეთს და კალასის მეუღლე დღემდე ვაჭრობს რუსეთთან

საქართველოს სჯიან, ხომ ვიცით რატომაც გვსჯიან. იმიტომ, რომ არ დავყევით კალასის და მისი სადაქალოს, რაისების მოთხოვნებს, რომ თურმე აქ მეორე ფრონტი უნდა გავხსნათ, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორისა და კა...

პოლიტიკოსი