შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს, ევროკავშირის საელჩო წელსაც აპირებს საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და არჩევნებისთვის ვიზის საკითხით ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას

როგორც ჩანს, შარშანდლის მსგავსად, ევროკავშირის საელჩო წელსაც აპირებს, ვენის კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის უცხო, ვიზის, საკითხით, ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

იგი უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით ევროკავშირის საელჩოს პოსტს ეხმაურება.

„ევროკავშირის საელჩოს ამ პოსტმა ცხადყო, თუ რა ჩანაფიქრი დგას ბრიუსელის მიერ პროცედურებით გაუთვალისწინებელი წერილის მოწერის უკან, რომელსაც ზეპირად აგვისტო, როგორც ვადა, მოაყოლეს, მაშინ, როდესაც სავიზო პირობების შესრულების ყოველწლიური ანგარიშისთვის, რომელიც აგვისტოდან ოთხ თვეში, დეკემბერში მიიღება, შესაბამის უწყებებს შორის კომუნიკაცია ისედაც არსებობს.

როგორც ჩანს, შარშანდლის მსგავსად, ევროკავშირის საელჩო წელსაც აპირებს, ვენის კონვენციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, საარჩევნო კამპანიაში ჩართვას და თვითმმართველობის არჩევნებისთვის უცხო, ვიზის, საკითხით, ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენას.

მსგავსი მასშტაბის ჩარევა და ნებისმიერ ფასად ხალხის არჩევანის შეცვლის სურვილი რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევაა, ამაზე უკვე დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ყოველი ასეთი განცხადება ჩვენი სიმართლის მორიგი დადასტურებაა.

ამ პოსტში ისიც საინტერესოა, რომ საელჩომ ბანერებზე არ გამოაჩინა, რომ ბრიუსელი „ოჯახური ღირებულებების“ და „გამჭვირვალობის“ კანონების გაუქმებას მოითხოვს“, - წერს შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1752853878

საზოგადოება

მთავრობამ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებები და მიზნობრივი პროგრამები დაამტკიცა. მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სახელმწიფ...

საქართველოს მთავრობა

1752851988

საზოგადოება

არაგვის ხიდზე სამუშაოების გამო, მოძრაობა ღამით ცალ ზოლზე გადაერთვება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა,...

არაგვის ხიდზე

1752850794

მსოფლიო

მერცი: ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში აღარ არის მისაღები

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა გააკრიტიკა ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში და განაცხადა, რომ ეს აღარ არის მისაღები. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს. გერმანიის მთავრობა ცეცხლის...

ფრიდრიხ მერც

1752850053

საზოგადოება

მაჭარაშვილი: ჩვენ კონკრეტული კრიტერიუმები დავაკმაყოფილეთ და იმიტომ მივიღეთ ვიზალიბერალიზაცია. არსად ეწერა, რომ ვიზალიბერალიზაციას გააუქმებენ თუ საქართველოში კაცებს არ გაათხოვებენ და მეორე ფრონტს არ დაიწყებენ

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატების მიერ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების მუქარას მედიასთან ეხმიანება. „ასე მწვავედ აყენებენ საკითხს - თუ საქართველოში კაცებს არ...

გურამ მაჭარაშვილი

1752850018

საზოგადოება

ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის მოთხოვნებზე: ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვინაიდან ეს არის შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია

ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ვინაიდან ეს არის შანტაჟის მექანიზმის მჭიდში ბოლო ტყვია, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „დღის...

ლევან მაჭავარიანი