იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს

ბიზნესსუბიექტებისთვის სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადის 1-ელ აპრილს ამოწურვასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 28 და 29 მარტს სპეციალურ რეჟიმში იმუშავებს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმისათვის, რომ მონაცემების შესაბამისობაში მოსაყვანად ბიზნესსუბიექტებმა მაქსიმალურად შეძლონ დარჩენილი დღეების გამოყენება, შაბათს და კვირას, 28 და 29 მარტს, იუსტიციის სახლის 15 ფილიალი 10:00 - 17:00 საათამდე მომხმარებელს სპეციალურ რეჟიმში მოემსახურება.

„სერვისი შაბათს და კვირას ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მასშტაბით ყველა მსხვილ ქალაქში: თბილისში მდებარე სამივე ფილიალში, ბათუმში მდებარე ორივე ფილიალში, ასევე, რუსთავის, გორის, ბორჯომის, მარნეულის, ოზურგეთის, ფოთის, ქუთაისის, ხაშურის, ზუგდიდის და თელავის იუსტიციის სახლის ფილიალებში.

იმ ბიზნესსუბიექტებს, ვისაც ჯერ არ მოუყვანიათ მონაცემები კანონთან შესაბამისობაში, აქვთ შესაძლებლობა, დროულად ისარგებლონ შაბათს და კვირას შეთავაზებული სერვისით და თავიდან აიცილონ შეუსაბამობით გამოწვეული შედეგები.

სამუშაო გრაფიკსა და სხვა დამატებითი ინფორმაციის მიღება მომხმარებლებს იუსტიციის სახლისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს „ფეისბუქ“ გვერდებზე, ან სატელეფონო ცენტრის 2 405 405 საშუალებით შეუძლიათ.

განაცხადის წარდგენა ასევე შესაძლებელია დისტანციურად, პორტალზე my.gov.ge.

მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა სავალდებულოა 2022 წლის 1-ელ იანვრამდე რეგისტრირებული შემდეგი საწარმოებისთვის: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, კოოპერატივი და უცხოური საწარმოს ფილიალი.

აღნიშნული ვალდებულება არ გააჩნიათ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1774769247

ახალი ამბები

საქართველოს ნაკრები დღეს ამხანაგურ მატჩში ლიეტუვას დაუპირისპირდება

საქართველოს ნაკრები დღეს წლის პირველი შეკრების მეორე ამხანაგურ მატჩს ლიეტუვის წინააღმდეგ გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ დარიაუს ირ გირენო სტადიონზე ივარჯიშა. საწ...

საქართველოს ნაკრები

1774766385

ახალი ამბები

პენტაგონი ირანში სახმელეთო ოპერაციებისთვის ემზადება

პენტაგონი ირანის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაციების ჩასატარებლად ემზადება, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. ინფორმაციას The Wa...

პენტაგონი ირანში

1774764681

ახალი ამბები

მეუფე შიო დღეს სიონის ტაძარში წირვას აღასრულებს, შემდეგ კი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო დღეს სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს, რის შემდეგაც კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება. ინფორმაციას საპატრიარქოს...

 სიონის საპატრიარქო ტაძარი

1774764571

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

29 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი...

მზიანი ამინდი

1774730433

სპორტი

ფიგურული ციგურაობა - საქართველოს ნაკრების წევრებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატის ბოლო დღეს საქართველოს ნაკრების წევრებმა, დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინეს. რიტმული ცე...

დიანა დევისმა და გლებ სმოლკინ