ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ, სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე

ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილთან რესტორანში მომხდარი ინციდენტის დეტალები განმარტა.

ხუბუას თქმით, გავრცელებული ცნობები იმის შესახებ, თითქოს მან ან ინციდენტის სხვა მონაწილეებმა სამართალდამცველებს საჩივრით მიმართეს, სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, „საქმე აღძრა თავად სამართალდამცავმა უწყებამ“.

ჟურნალისტის განცხადებით, სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს.

„რესტორანში თამაზ ელიზბარაშვილთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შესახებ სიმართლე არის ერთადერთი: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია. საქმე აღძრა თავად სამართალდამცავმა უწყებამ, როგორ ჩვენთვის ცნობილია, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე.

საქმის აღძვრის შესახებ ჩვენთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პოლიციაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაგვიბარეს და ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე გამოგვკითხეს.

ინციდენტში მონაწილეთა დაზარალებულად ცნობა მოხდა თავად პროკურატურის მიერ, გამოძიებით მოპოვებული მტკიცებულებების, მათ შორის, სათვალთვალო კამერების ჩანაწერების საფუძველზე.

სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს“, - წერს ხუბუა X-ზე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1788528702

საზოგადოება

ირმა ინაშვილი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: დღევანდელი გამოკითხვის ადრესატი არ ვიყავი. არ უნდა ვყოფილიყავი მე, ვინაიდან ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, რომ არ ვფლობთ ინფორმაციას იმაზე, რაც მათ აინტერესებთ

ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე პოლიციის მთავარ სამმართველოში ირმა ინაშვილის გამოკითხვა დასრულდა. მას 2 საათზე მეტ ხანს ჰკითხავდნენ. გამოკითხვის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვ...

ირმა ინაშვილი

1788527405

საზოგადოება

მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა

მუქარის ფაქტზე ბრალდებულ თამაზ ელიზბარაშვილს პატიმრობა შეეფარდა. დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს რომ სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ, უკან შესარიგებლად დაბრუნდა. პროკურორის მტკიცებით კი დაზარალ...

 თამაზ ელიზბარაშვილი

1788527093

ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: განცხადებები, რომ აფხაზებს ვეზიზღებით, გვეზიზღება, ახალი დაძაბულობის შექმნას ემსახურება

„აფხაზებს რომ ვეზიზღებით, გვეზიზღება და ა.შ. ასეთი განცხადებები ახალი დაძაბულობის შექმნას ემსახურება. გაგიკვირდებათ და, უცებ რუსი ბლოგერები გამოჩნდნენ, რომლებიც ამბობენ, ორივე მხარეს იმ დანაშაულების ვ...

გიორგი ვოლსკი

1788525193

ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში - დაშავებულია 6 ადამიანი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მ...

ლენტი ლენტი

1788525009

საზოგადოება

ნიკოლოზ სამხარაძე და მარიამ ლაშხი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთ...

ნიკოლოზ სამხარაძე