Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი: ანაკლიის ნავსადგური ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ საქართველოსთვის
ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის ტალღმტეხელის მოდელის ლაბორატორიული ტესტირების პროცესი კონსორციუმ Jan De Nul NV-ის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა, რომელიც ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა. როგორც მან აღნიშნა, ეს არის ანაკლიის პროექტის განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც გამოცდილი და მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია DHI წარმართავს.
„ჩვენ რეალური მოდელის მაგალითზე დეტალურად განვიხილავთ იმას, თუ რის აშენებას ვაპირებთ მომავალში. კომპანია DHI სპეციალიზდება რეალური მოდელების აგებაში. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხარისხს. ანაკლიის ნავსადგური ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის, არამედ უშუალოდ საქართველოსთვის. ამ ტიპის პროექტები ხანგრძლივ საექსპლუატაციო ვადაზეა გათვლილი და თითოეული დეტალი საფუძვლიანად დაფიქრებას საჭიროებს. სწორედ ამიტომ ვრთავთ პროექტში სხვადასხვა სპეციალისტს“, - განაცხადა Jan De Nul NV-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა.
კომპანიის ორგანიზებით გამართულ ტალღმტეხელის მოდელის ლაბორატორიული ტესტირების პროცესს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა დაესწრნენ. ვიზიტისას მხარეებმა ასევე ტალღმტეხის კონფიგურაცია და კვლევის შემდგომი ეტაპის გეგმა/გრაფიკები შეათანხმეს.
1738578606
ახალი ამბებიათონელის ქუჩაზე ავტომობილი ტროტუარზე შევარდა - არსებული ცნობით, მძღოლი მიიმალა
ორბელიანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ ათონელის ქუჩაზე ავტომობილი ტროტუარზე შევარდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მძღოლი, რომელმაც სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, რკინის ბოძები გაიტანა და...
1738577660
ახალი ამბებიშავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მიერ ერთობლივი საწარმო დაფუძნდა
რუმინეთში, ქ. ბუქარესტში, საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის გადამცემი სისტემის ოპერატორთა მონაწილეობით წარმატებით დასრულდა ერთობლივი საწარმოს, Green Energy Corridor Power Company - GEC...
1738574707
ახალი ამბებისაქართველოში ამინდი იცვლება - უახლოესი დღეების პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტო 4-6 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი და ქარიანი ა...
1738571929
მსოფლიოილონ მასკის თქმით, ტრამპი USAID-ის დახურვაზე თანახმაა
აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ილონ მასკის განცხადებით, დონალდ ტრამპი USAID-ის დახურვაზე თანახმაა. მისი თქმით, მან ტრამპთან დეტალურად განიხილა USAID-ის საკითხები და რამდენჯერ...
1738571140
მსოფლიოტრამპი ტარიფებზე: იქნება თუ არა ტკივილი? - შესაძლოა, მაგრამ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ახლა საღი აზრით მართავენ და შედეგები იქნება შთამბეჭდავი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელები გააფრთხილა, რომ შეერთებული შტატების სამი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის - მექსიკის, კანადისა და ჩინეთის - წინააღმდეგ დაწესებული ტარიფების გამო, მათ შესაძლო...