მამუკა მდინარაძე: სახელმწიფო შანტაჟს ვერ და არ დაექვემდებარება, თუ უნდათ მზია ამაღლობელი კარგად იყოს, შიმშილის და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის ჯანმრთელობას მიხედოს
„ჩვენ ისე წარმოგვიჩენენ, თითქოს, ქალბატონი მზია დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს. გასაგებია შიმშილობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი - ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფერი“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „ნეტგაზეთი/ბათუმელების“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.
როგორც მდინარაძემ განმარტა, სახელმწიფო შანტაჟს ვერ და არ დაექვემდებარება. ოპოზიციას კი, თუ უნდა მათ ხელში ინსტრუმენტად ქცეული მზია ამაღლობელი კარგად იყოს, არა შიმშილობისკენ, არამედ საკუთარი ჯანმრთელობის მიხედვისკენ უნდა მოუწოდონ.
„სახელმწიფოს დაშანტაჟების შემთხვევაში, არც ერთი სახელმწიფო ამ შანტაჟს არ ექვემდებარება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის ცივილიზებულ სამყაროში მიღებული წესი, რომ სახელმწიფო, შანტაჟს ვერ და არ დაექვემდებარება. კარგად თუ უნდათ იყოს, შიმშილის და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის თავს და ჯანმრთელობას მიხედოს. შიმშილობის გამო გათავისუფლებული ადამიანი სახელმწიფოსათვის არის დიდი ზიანის მომტანი. შიმშილობა საერთოდ სრულდება სიკვდილით და ამისკენ მოუწოდებენ.
გმირად წარმოაჩენენ ადამიანს, რომლის სიკვდილი უნდათ. სალომე ზურაბიშვილმა ცოტა რბილად თქვა და მერე დეპუტატებმა, ჩვენმა კოლეგებმა დააკონკრეტეს, რომ მზია ამაღლობელი, არის მათ ხელში საგანი, ინსტრუმენტი - მათ თქვეს, ჩვენ კი არ ვამბობთ. ჩვენ რომ გვეთქვა, წარმოიდგინეთ, რა ამბავს ატეხდნენ. დღევანდელობის პარადოქსია ის, რომ ათი „ნაციდან“ ცხრა ალბათ, მინიმუმ, მის სიკვდილზე ფიქრობს და ოცნებობს. სუბიექტურად, ძალიან ბოროტების რომ ვიყოთ, სუბიექტურად არც ერთ ჩვენგანს არ უნდა რაიმე ფატალური განვითარება ამ კონკრეტული „ქეისის“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
1738584645
მსოფლიოკაია კალასი: თუ აშშ და ევროკავშირი სავაჭრო ომს დაიწყებენ, ერთადერთი, ვინც ამით გახარებული იქნება, ჩინეთია
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და ევროპას შორის პოტენციური „სავაჭრო ომი“ საზიანო იქნება ორივე მხარისთვის....
1738582219
სპორტი„მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სამართალდარღვევათა კოდექსში“ - მამუკა მდინარაძე
„მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სამართალდარღვევათა კოდექსში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ...
1738581331
ახალი ამბებიმამუკა მდინარაძე: მკვლელი „ნაცები“ გვამუნათებენ ჩვენ პოლიციელის მიერ ძალის გამოყენებაზე, ის ხალხი, რომელიც უშუალოდ კლავდა, ამიტომ ვერ მივიღებთ მათგან ვერანაირ შენიშვნას
„მკვლელი „ნაცები“ გვამუნათებენ ჩვენ პოლიციელის მიერ ძალის გამოყენებაზე, ის ხალხი, რომელიც უშუალოდ კლავდა. ამიტომ ვერ მივიღებთ მათგან ვერანაირ შენიშვნას“, - განაცხადა ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდ...
1738580533
ახალი ამბებისპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღმაშენებლის ხეივანზე გამართული აქციის მონაწილეების მიმართ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო
სპეციალური საგამოძიებო სამსახური გუშინ აღმაშენებლის ხეივანზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 2025 წლის 2 თებერვალს ქ. თბილისში, დავით აღმაშენებ...
1738578606
ახალი ამბებიათონელის ქუჩაზე ავტომობილი ტროტუარზე შევარდა - არსებული ცნობით, მძღოლი მიიმალა
ორბელიანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ ათონელის ქუჩაზე ავტომობილი ტროტუარზე შევარდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მძღოლი, რომელმაც სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, რკინის ბოძები გაიტანა და...