სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა აღმაშენებლის ხეივანზე გამართული აქციის მონაწილეების მიმართ შსს-ს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური გუშინ აღმაშენებლის ხეივანზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 2025 წლის 2 თებერვალს ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანზე გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების მიმართ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო.

სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზის მეშვეობით, დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან და სახალხო დამცველის აპარატიდან იღებს და ახდენს შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას. იგეგმება და ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას ეტაპობრივად მიეწოდება“, - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738584645

მსოფლიო

კაია კალასი: თუ აშშ და ევროკავშირი სავაჭრო ომს დაიწყებენ, ერთადერთი, ვინც ამით გახარებული იქნება, ჩინეთია

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და ევროპას შორის პოტენციური „სავაჭრო ომი“ საზიანო იქნება ორივე მხარისთვის....

კაია კალასი

1738582980

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: სახელმწიფო შანტაჟს ვერ და არ დაექვემდებარება, თუ უნდათ მზია ამაღლობელი კარგად იყოს, შიმშილის და სიკვდილისკენ კი ნუ მოუწოდებენ, მოუწოდონ, რომ თავის ჯანმრთელობას მიხედოს

„ჩვენ ისე წარმოგვიჩენენ, თითქოს, ქალბატონი მზია დიდი გმირობის ჩამდენი ადამიანი იყოს. გასაგებია შიმშილობა და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც უნდა იყოს კარგი - ჭამა უნდა დაიწყოს და დამთავრდება ყველაფე...

მამუკა მდინარაძე

1738582219

სპორტი

„მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სამართალდარღვევათა კოდექსში“ - მამუკა მდინარაძე

„მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სამართალდარღვევათა კოდექსში“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ...

 მამუკა მდინარაძე

1738581331

ახალი ამბები

მამუკა მდინარაძე: მკვლელი „ნაცები“ გვამუნათებენ ჩვენ პოლიციელის მიერ ძალის გამოყენებაზე, ის ხალხი, რომელიც უშუალოდ კლავდა, ამიტომ ვერ მივიღებთ მათგან ვერანაირ შენიშვნას

„მკვლელი „ნაცები“ გვამუნათებენ ჩვენ პოლიციელის მიერ ძალის გამოყენებაზე, ის ხალხი, რომელიც უშუალოდ კლავდა. ამიტომ ვერ მივიღებთ მათგან ვერანაირ შენიშვნას“, - განაცხადა ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდ...

მამუკა მდინარაძე

1738578606

ახალი ამბები

ათონელის ქუჩაზე ავტომობილი ტროტუარზე შევარდა - არსებული ცნობით, მძღოლი მიიმალა

ორბელიანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ ათონელის ქუჩაზე ავტომობილი ტროტუარზე შევარდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მძღოლი, რომელმაც სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, რკინის ბოძები გაიტანა და...

ათონელის ქუჩაზე ავტომობილი ტროტუარზე შევარდა