ჯანდაცვის მინისტრი: ელექტროენერგიის ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, გაზრდილი ხარჯის სუბსიდირებას, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს

„ელექტროენერგიის ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, გაზრდილი ხარჯის სუბსიდირებას სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ ეს მნიშვნელოვანი სიახლეა ბოლოდროინდელი ცვლილებების ფონზე, რაც უკავშირდება ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებული ტარიფების გადახედვას. მივიღეთ გადაწყვეტილება და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ეს გაზრდილი ხარჯი, სახელმწიფოს მხრიდან, საკუთარ თავზე იქნა აღებული. ეს მნიშვნელოვანია სოციალურად შეჭირვებული მოსახლეობისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ელექტროენერგიის სუბსიდირების თანხის გაზრდის მიზანია, ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, შეჭირვებული ოჯახებისთვის ელექტროენერგიის გადასახადი უცვლელი დარჩეს.

მთავრობის დადგენილებით - ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, დამატებით - 5 თეთრი დაუსუბსიდირდებათ.

სიახლე თბილისის მუნიციპალიტეტის გარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრებ ბენეფიციარებს შეეხებათ.

რაც შეეხება მრავალშვილიან ოჯახებს, ელექტროენერგიის ახალი ტარიფის შესაბამისად, დამატებით - 10 ლარის სუბსიდიას მიიღებენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამ სტატუსის მქონე ოჯახები, სოციალური შეღავათის სახით, ელექტროენერგიის გადასახადისთვის 20 ლარის ნაცვლად 30 ლარს მიიღებენ. ამას ემატება 10-ლარიანი სუბსიდია ყოველ მომდევნო შვილზე.

ცვლილება ძალაში პირველი აპრილიდან შევიდა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1777978681

ახალი ამბები

პაპუაშვილი ოპოზიციური ალიანსის შეხვედრებზე: დააანონსეს კარდაკარი და ბოლოს გამოუვიდათ სკამდასკამი - მცირე ოთახებში იკრიბებოდნენ საკუთარი პარტიების წევრებთან

 დააანონსეს კარდაკარი და ბოლოს გამოუვიდათ სკამდასკამი - ნახეთ, რომ მცირე ოთახებში იკრიბებოდნენ საკუთარი პარტიების წევრებთან და საბოლოო ჯამში უბრალოდ ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, - ასე შეაფასა პარლამენტი...

შალვა პაპუაშვილი

1777977490

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: სწორედ ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება კლავს საქართველოში თავისუფალ მედიას. როდესაც მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად, ეს არის ყველაზე დიდი ცინიზმი, რაც კი შეიძლება ადამიანმა იხილოს

სწორედ ბრიუსელი და უცხოური დაფინანსება კლავს საქართველოში თავისუფალ მედიას, იმორჩილებს მედიას საკუთარი პროპაგანდისთვის და ამით ძირს უთხრის მის თავისუფლებას. ასე რომ, როდესაც ვხედავთ, რომ მედიის მკვლელ...

შალვა პაპუაშვილი

1777976836

საზოგადოება

გიორგი სოსიაშვილი: ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ჩვენმა ქვეყანამ უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინა უკრაინას - ჩვენ კი მივიღეთ ელჩის გაწვევა, ბულინგი, მოწოდება რადიკალებისთვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მიზნით

ომის დაწყებიდან პირველივე დღეებში ჩვენმა ქვეყანამ უპრეცედენტო დახმარება აღმოუჩინა [უკრაინას] რა რესურსიც გაგვაჩნია იმის ფარგლებში, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის...

გიორგი სოსიაშვილი

1777976594

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი იუკნევიჩიენეს ანგარიშზე: ჩანს რეალურად ვინ არის დიალოგის ხელის შემშლელი, ღიმილის მომგვრელია, როდესაც ერთი ხელით მოგიწოდებენ მედია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და მეორე ხელით თავად ცდილობენ მოგუდონ თავისუფალი ხმა

ღიმილის მომგვრელია, როდესაც ერთი ხელით მოგიწოდებენ მედია თავისუფლებაზე, დემოკრატიაზე და ა.შ. და მეორე ხელით თავად ცდილობენ მოგუდონ მართლაც თავისუფალი ხმა, - ასე ეხმაურება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრ...

ლევან მახაშვილი

1777975998

მსოფლიო

ტრამპი: ზელენსკი ეშმაკი ადამიანია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ეშმაკი ადამიანი უწოდა. თეთრი სახლის ლიდერი ზელენსკის მოუწოდებს რუსეთთან გარიგება გააფორმოს, რადგან უკრაინამ ტერიტორიები უკვე...

ტრამპი და ზელენსკი