ჩიხელიძე: ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანის დაკავება, მამუკა მდინარაძის პერიოდში დაწყებული გამოძიების დაგვირგვინებაა, სწორედ იმ ეტაპზე დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი პირების მიმართ შეურიგებელი ბრძოლა
„სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა, როგორც წესი მსგავსი მასშტაბის საქმეები სწრაფად და ზედაპირულად არ კეთდება, ამას სჭირდება თვეების განმავლობაში დაუღალავი შრომა, კომპლექსური გამოძიება და მტკიცებულებების ეტაპობრივი შეგროვება“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანის დაკავება, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის პერიოდში დაწყებული გამოძიების დაგვირგვინებაა.
„სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა, როგორც წესი მსგავსი მასშტაბის საქმეები სწრაფად და ზედაპირულად არ კეთდება, ამას სჭირდება თვეების განმავლობაში დაუღალავი შრომა, კომპლექსური გამოძიება და მტკიცებულებების ეტაპობრივი შეგროვება.
ამიტომაც, დღევანდელი დაკავება უნდა განვიხილოთ როგორც ხანგრძლივი პროცესის შედეგი და არა ერთჯერადი მოქმედება. ჯაშუშობის ბრალდებით ადამიანის დაკავება, რეალურად სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის პერიოდში დაწყებული გამოძიების დაგვირგვინებაა.
სწორედ იმ ეტაპზე დაიწყო სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი პირების მიმართ შეურიგებელი და სისტემური ბრძოლა, რომელმაც შექმნა საფუძველი დღევანდელი შედეგებისთვის. მდინარაძემ მოკლე დროში შეძლო ეფექტიანი და სტრუქტურულად გამართული მექანიზმის ჩამოყალიბება, რომელიც მისი წასვლის შემდეგაც შეუფერხებლად აგრძელებს მუშაობას და კონკრეტულ შედეგებს დებს. ამის ნათელი მაგალითია დღევანდელი დაკავება, რაც არის იმ პროცესის გაგრძელება, რომელიც მიზნად ქვეყნის შიგნით მოქმედი საფრთხეების გამოვლენას და მათზე დროულ რეაგირებას ისახავს“, - წერს ჩიხელიძე.
1777983715
ახალი ამბებიმარიამ ლაშხი: ხელისუფლება დღესაც მზად არის გადაიტვირთოს ურთიერთობები და თუ ვინმემ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას, ვფიქრობ ეს უკრაინაა
„ხელისუფლება დღესაც მზად არის გადაიტვირთოს ურთიერთობები და თუ ვინმემ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას, ვფიქრობ ეს უკრაინაა“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა მარიამ ლაშხმა განაცხადა. მისი თქმით...
1777982232
ახალი ამბებიჯანდაცვის მინისტრი: ელექტროენერგიის ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, გაზრდილი ხარჯის სუბსიდირებას, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს
„ელექტროენერგიის ახალი ტარიფის განსაზღვრის შემდეგ, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, გაზრდილი ხარჯის სუბსიდირებას სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს“, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინი...
1777979983
ახალი ამბებისუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ინტენსიურ რეჟიმში გატარებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებების შედეგად, ჯაშუშობისთვის, კერძოდ უცხო ქ...
1777979140
ახალი ამბებიანა დოლიძე ზურაბიშვილის წინააღმდეგ: მერამდენე მცდარი ნაბიჯი გადადგა, უკვე სათვალავი მერევა
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე, სალომე ზურაბიშვილს უპირისპირდება და აცხადებს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მორიგი მცდარი ნაბიჯი გადადგა. როგორც დოლიძე აღნიშნავს, ზურაბიშვილმა შეცდომა დაუშვა, როდესაც...
1777978681
ახალი ამბებიპაპუაშვილი ოპოზიციური ალიანსის შეხვედრებზე: დააანონსეს კარდაკარი და ბოლოს გამოუვიდათ სკამდასკამი - მცირე ოთახებში იკრიბებოდნენ საკუთარი პარტიების წევრებთან
დააანონსეს კარდაკარი და ბოლოს გამოუვიდათ სკამდასკამი - ნახეთ, რომ მცირე ოთახებში იკრიბებოდნენ საკუთარი პარტიების წევრებთან და საბოლოო ჯამში უბრალოდ ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ, - ასე შეაფასა პარლამენტი...































