კახა კალაძე: არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს და მივიღოთ ის უმძიმესი შედეგები, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია

„არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს და მივიღოთ ის უმძიმესი შედეგები, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გაკეთდა, მათ შორის, უკრაინის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან.

„პირდაპირ მოწოდებები კეთდებოდა ომში ჩართვასთან დაკავშირებით. ამას ჩვენ ხომ არ ვიგონებთ? ერთია ის, რაც კაბინეტებში ხდებოდა - პირდაპირი მუქარები იყო პრემიერ-მინისტრის, პარტიის თავმჯდომარის მისამართით, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გახსნილიყო და უზრუნველყოფილი ვიქნებოდით ყველანაირი საბრძოლო მასალით.

გარდა ამისა, გამოდიოდნენ მაღალი თანამდებობის პირები - უკრაინის უშიშროების მდივანი იყო მე მგონი, რომელიც გამოვიდა და პირდაპირ თქვა, საქართველო უნდა შეგვეხიდოს და მეორე ფრონტი გაიხსნასო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმეა.

ჩვენ ჩვენი პოლიტიკით, შეხედულებით ვიცავთ ჩვენს ქვეყანას და ვატარებთ ისეთ პოლიტიკას, სადაც, პირველ რიგში, ჩვენი სამშობლოს ინტერესები იქნება დაცული. არავის მივცემთ შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყანა გამოიყენოს ისე, როგორც უკრაინა გამოიყენეს და მივიღოთ ის უმძიმესი შედეგები, რაც, სამწუხაროდ, უკრაინაშია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1757172203

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია რადიკალებზე: ყველამ უნდა გააცნობიეროს და გაიგოს, რომ როგორც კი ნებისმიერი ქმედება გავა სამართლებრივი ჩარჩოდან, ამას ექნება ადეკვატური რეაგირება, სახელმწიფო ამისთვის მზადაა

„ყველამ უნდა გააცნობიეროს და გაიგოს, რომ როგორც კი ნებისმიერი ქმედება გავა სამართლებრივი ჩარჩოდან, ამას ექნება ადეკვატური რეაგირება. სახელმწიფო ამისთვის მზადაა და ყოველთვის მზად იქნება“, - განაცხადა „...

გიორგი გაბუნია

1757170814

ახალი ამბები

„მეუღლის პირადი ინფორმაცია ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გაავრცელა“ - ერთ პირს ბრალი წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლ...

პროკურატურა

1757169434

სპორტი

ვილი სანიოლი: თურქეთთან წაგება ინდივიდუალური შეცდომების შედეგი იყო და არა ოთხმცველიანი სქემის

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ოთხმცველიან სისტემაზე გადასვლა სწორია და თურქეთთან მარცხის მიზეზი ეს არ ყოფილ...

ვილი სანიოლი

1757166710

ახალი ამბები

ირაკლი ქადაგიშვილი რადიკალურ ჯგუფებზე: ქმედება არის ისეთი, რომელსაც უკვე სექტანტური ელფერი დასდევს

„ქმედება არის ისეთი, რომელსაც უკვე სექტანტური ელფერი დასდევს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალური ჯგუფების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციებზე საუბრისას განაცხადა. მისი თ...

ირაკლი ქადაგიშვილი

1757164690

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: გუშინ კვლავ ვიხილეთ „ნაცი“ ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა, თუმცა კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან ძალადობის დაგმობა

გუშინ კვლავ ვიხილეთ „ნაცი“ ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, კვლავ მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა, თუმცა კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან ძალადობის დაგმობა, - ამის შესახებ...

შალვა პაპუაშვილი