კახა კალაძე გუშინდელ აქციაზე: მაიკლ ჯექსონი ცოცხალი რომ იყოს, მათი ჩართულობით „თრილერს“ თავიდან გადაიღებდა

„შეიძლება სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვთ, მაგრამ ამ მდგომარეობაში რომ ვხედავ ჩემი ქვეყნის მოქალაქეს, ძალიან მძიმეა და ადამიანურად თანავუგრძნობ“, - აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა მედიასთან ისაუბრა, სადაც გუშინ საარჩევნო შტაბთან გამართული საპროტესტო აქცია შეაფასა.
კახა კალაძემ სამარცხვინოდ შეაფასა მოქალაქეების მხრიდან „ქართული ოცნების“ წევრის, ბექა ოდიშარიას მისამართით შეურაცხყოფისა და გინების ფაქტი.
„სამარცხვინო და სამწუხარო ფაქტი მოხდა. ამ ადამიანების სახეებს რომ ვუყურებდი, მაიკლ ჯექსონი ცოცხალი რომ იყოს, მათი ჩართულობით „თრილერს“ თავიდან გადაიღებდა. არც გრიმი დასჭირდებოდა, არც ვიზაჟისტები და არც კოსტიუმები. ესენი ჩვეულებრივი „ტიტუშკები“ არიან. ეს არ არის პირველი შემთხვევა.
გუშინ ბექა იყო ობიექტი, იმის წინ სხვა ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები. ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ ზნეობა, კულტურა. შეიძლება სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვთ, მაგრამ ამ მდგომარეობაში რომ ვხედავ ჩემი ქვეყნის მოქალაქეს, ძალიან მძიმეა, გული მტკივა და ადამიანურად თანავუგრძნობ.პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ჩვენ ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ. პატივი ვცეთ ჩვენს კულტურას, ტრადიციებს და ერთმანეთს არც ფიზიკური, არც სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მივაყენოთ.
მთელი საღამოს განმავლობაში, იქ მდგომი ადამიანები შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები, რაღაცებს ისროდნენ. ხომ გახსოვთ როგორ იგინებოდნენ ბექას მისამართით. ადამიანები ვართ. აბა თქვენ რომ მაგინოთ, მე დავდგები და უი, თქვენ გენაცვალეთი მოგმართავთ? შეურაცხყოფა კატეგორიულად მიუღებელია და არ ვემხრობი ამას, მაგრამ ორმაგი სტანდარტი რატომ გაქვთ?“ - განაცხადა თბილისის მერმა.
1757172203
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია რადიკალებზე: ყველამ უნდა გააცნობიეროს და გაიგოს, რომ როგორც კი ნებისმიერი ქმედება გავა სამართლებრივი ჩარჩოდან, ამას ექნება ადეკვატური რეაგირება, სახელმწიფო ამისთვის მზადაა
„ყველამ უნდა გააცნობიეროს და გაიგოს, რომ როგორც კი ნებისმიერი ქმედება გავა სამართლებრივი ჩარჩოდან, ამას ექნება ადეკვატური რეაგირება. სახელმწიფო ამისთვის მზადაა და ყოველთვის მზად იქნება“, - განაცხადა „...
1757170814
ახალი ამბები„მეუღლის პირადი ინფორმაცია ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გაავრცელა“ - ერთ პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლ...
1757169434
სპორტივილი სანიოლი: თურქეთთან წაგება ინდივიდუალური შეცდომების შედეგი იყო და არა ოთხმცველიანი სქემის
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ოთხმცველიან სისტემაზე გადასვლა სწორია და თურქეთთან მარცხის მიზეზი ეს არ ყოფილ...
1757166710
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი რადიკალურ ჯგუფებზე: ქმედება არის ისეთი, რომელსაც უკვე სექტანტური ელფერი დასდევს
„ქმედება არის ისეთი, რომელსაც უკვე სექტანტური ელფერი დასდევს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალური ჯგუფების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციებზე საუბრისას განაცხადა. მისი თ...
1757164690
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გუშინ კვლავ ვიხილეთ „ნაცი“ ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა, თუმცა კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან ძალადობის დაგმობა
გუშინ კვლავ ვიხილეთ „ნაცი“ ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, კვლავ მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა, თუმცა კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან ძალადობის დაგმობა, - ამის შესახებ...