კახა კალაძე „ჰადსონის ინსტიტუტის“ კვლევაზე: რეგიონში არსებული რთული ვითარებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის განცხადებების გაკეთება, ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობაა და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, მაშინ როცა მთელს რეგიონში რთული მდგომარეობაა, ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობა დაუშვებელია.
ჟურნალისტების კითხვაზე, რას ემსახურება მედიით გავრცელებული სტატია , სადაც საუბარია კვლევაზე, რომელიც „ჰადსონის ინსტიტუტმა“ ჩაატარა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა „გეგმაზომიერად და ორგანიზებულად“ აფართოებს გავლენასა და „გავლენის ინფრასტრუქტურას“ საქართველოში, კახა კალაძე პასუხობს, რომ მსგავსი განცხადებების გაკეთება მოღალატეობრივი ნაბიჯია.
„პირველი შემთხვევა არაა, როცა ვხედავთ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან შემჩნეულნი. ისინი ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. არანაირი კავშირი, ინტერესი საქართველოსთან მიმართებით არ აქვთ, მხოლოდ ის აინტერესებთ მტრული ნაბიჯები როგორ გადადგან. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დამაზიანებელია. არანაირი ფაქტი, კონკრეტიკა არ არსებობს. ეს არის ცილისწამება და სიცრუე.
იმ მოცემულობაში, რაც დღეს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში ხდება, ამ ტიპის განცხადებების თუ კვლევების გაკეთება, ქვეყნის მიმართ მტრული საქმიანობაა და ამით შესაბამისი უწყებები უნდა დაინტერესდნენ”, - აღნიშნა კახა კალაძემ.
რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, მსგავსი ტიპის კვლევა ხომ არ არის საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის გაჯანსაღებისთვის ხელის შეშლის მცდელობა, თბილისის მერის თქმით: „რა თქმა უნდა, მსგავსი ქმედებები ყველაფერს ემსახურება. მტერს არ ესიამოვნება, რომ საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს, დალაგდეს. ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ ამ პროცესებს ხელი შეუშალონ. თუ ქვეყანა და ხალხი უყვართ, მით უმეტეს ასეთ რთულ ვითარებაში, ასეთი ტიპის განცხადებებს როგორ უნდა აკეთებდნენ?“.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში, საქართველოს მთავრობას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინი აქვს.
„რაც შეეხება ურთიერთობების გადატვირთვას, ჩვენ ოპტიმიზმს ვინარჩუნებთ. ჩვენი მხრიდან არაერთი განცხადებაა გაკეთებული, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს. ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის არასამართლიანი დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. მხოლოდ და მხოლოდ ტყუილი, მუქარა, შანტაჟი გვესმოდა, რაც არც მეგობრობაა, არც ნორმალური ურთიერთობა.
შესაბამისად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გვაქვს მოლოდინი, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გადაიხედება. თუნდაც საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრაც იძლევა ოპტიმიზმის საშუალებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
1772804877
ახალი ამბებითამთა მეგრელიშვილი: ნინო ლომჯარიას თავის მართლებამ კიდევ უფრო დამარწმუნა, რომ გერმანიის საელჩოშიც იყო და ელჩ ფიშერსაც იმაზე ესაუბრა, რასაც „იმედი“ ამბობდა - ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე
„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ნინო ლომჯარიას მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ეხმიანება,სადაც ლომჯარია წერს, რომ თითქოს ტელეკომპანია „იმედმა“ დეზინფორმაცია გაავრცელა და არ ყოფილა გერმანიის საელჩოში...
1772804183
საზოგადოებალევან მაჭავარიანი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი მდიდარი „ენჯეოები“ ხელს გვიშლიდნენ ვიზალიბერალიზაციის გაფორმებაში, კანდიდატის სტატუსის აღებაში და ამჯერად დაკავებულები არიან იმით, რომ ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს ჩვენს მოსახლეობას
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი ეხმაურება „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ნინო ლომჯარია, სხვა თანამოაზრეებთან, მათ შორის „ნაცმოძრაობის“ ე.წ. „ახალი გაერთიანების“...
1772804105
ახალი ამბებისაქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 7 მარტს თბილისის მიმართულებით მასკატიდან სპეციალური რეისი განხორციელდება
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ინფორმაციას საქართ...
1772802724
ახალი ამბებიხათუნა თოთლაძე: ჩვენი მონაცემებით, საქართველოს 170-180 მოქალაქე იმყოფება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, იმედი გვაქვს, უახლოეს საათებში კონკრეტული გადაწყვეტილება გვექნება შემდეგ სპეციალურ რეისთან დაკავშირებით
ჩვენი მონაცემებით, საქართველოს 170-180 მოქალაქე იმყოფება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, იმედი გვაქვს, უახლოეს საათებში კონკრეტული გადაწყვეტილება გვექნება შემდეგ სპეციალურ რეისთან დაკავშირებით, - ამის შეს...
1772802607
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7362 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7419 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...






























