კახა კალაძე ხმაურის რეგულაციებზე: გადაწყვეტილება უნდა იყოს ოპტიმალური - ავტო-მოტომოყვარულებიც კმაყოფილი დარჩნენ და მოსახლეობაც არ შეწუხდეს
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ხმაურის შემცირების მიზნით დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით აუცილებელია ბალანსის დაცვა, რათა მოქალაქეების სიმშვიდე იყოს უზრუნველყოფილი და, ამავდროულად, ავტო და მოტომოყვარულთა ინტერესები არ დაზიანდეს.
როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, პირადად მიიღო არაერთი შეტყობინება ავტო და მოტომოყვარულებისგან, რომ ოპტიმალური გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.
„ერთი პრობლემა, რაც არის, ეს არის ხმაურისგან შეწუხებული მოსახლეობა, განსაკუთრებით ღამის საათებში, კონკრეტულ ქუჩებზე, კონკრეტულ გამზირებზე, რაც უდიდეს პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობისთვის, თუმცა არის მეორე მხარე - ავტო და მოტომოყვარულები. დღეს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა ამ საკითხზე. სხვათა შორის, მეც ძალიან ბევრმა ახალგაზრდამ, მოტომოყვარულმა და ავტომოყვარულმა მომწერა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუ შეიძლებოდა რაიმე ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ხაზი გაუსვა, რომ პროცესში ჩართულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტრო და დარგობრივი ფედერაციები.
„როგორც პრემიერმა ისაუბრა დღეს, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფები, როგორც ავტო-მოტო ფედერაციები კონკრეტული ადამიანების ჩართულობით, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამონაწილეობით. დარწმუნებული ვარ, ისეთი გადაწყვეტილება მიიღება, რომელიც ოპტიმალური იქნება ყველასთვის - როგორც ავტო და მოტომოყვარულთათვის, ასევე, ისე, რომ არ შევაწუხოთ და დავაზიანოთ მოსახლეობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
1791534869
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: ანაკლიის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი ინვესტორების მხრიდან, ჩვენთვის მთავარია, მაქსიმალურად მოგებიანი ხელშეკრულება დავდოთ ანაკლიის ტერმინალების ოპერირებასთან დაკავშირებით და ეს იქნება აბსოლუტურად ღია პროცესი
„ანაკლიის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი ინვესტორების მხრიდან, კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, ყველას აქვს ინტერესი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გა...
1791534810
ახალი ამბებინიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტის რეზოლუციები უხარისხო, უშინაარსო და დაუსრულებელ ვენესუელურ ტელენოველებს დაემსგავსა, სადაც ვერც თავს და ვერც ბოლოს გაიგებ
„ევროპარლამენტის რეზოლუციები უხარისხო, უშინაარსო და დაუსრულებელ ვენესუელურ ტელენოველებს დაემსგავსა, სადაც ვერც თავს და ვერც ბოლოს ვერ გაიგებ“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის...
1791534233
საზოგადოებაირაკლი კობახიძე: მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის ერთადერთი რამ არის საინტერესო, როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ
„ჩვენთვის ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის ერთადერთი რამ არის საინტერესო, როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და...
1791533286
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: მოსახლეობა გამოთქვამდა წუხილს, რომ არის ჭარბი ხმაური ქუჩებში, რაც გამოწვეულია შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებით, ამის გამო მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები
აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ, იქნება გამოძებნილი სათანადო გადაწყვეტა, რაც დაბალანსებულად დააკმაყოფილებს ყველას ინტერესებს. ერთი მხრივ, ჭარბი ხმაურიც არ ვარგა, თუმცა, მეორე მხრივ, არის, რა თქმა უნდა,...
1791532984
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს საქართველოს რკინიგზის განვითარებაში ჩართულობისა და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის
„მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს საქართველოს რკინიგზის განვითარებაში ჩართულობისა და მისი მუდმივი მხარდაჭერისთვის“, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრა...

























