კახა კალაძე პაატა ბურჭულაძის შეწყალებაზე: ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას - ხელისუფლებაც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს, მიუხედავად იმისა, რომ მძიმე დანაშაულთან გვქონდა საქმე

„რაც უფრო მეტი ადამიანი მოინანიებს, მოიხდის ბოდიშს, გაიაზრებს თავის დანაშაულს, სახელმწიფოსაც ამ ყველაფერზე შესაბამისი რეაგირება ექნება“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის შეწყალების საკითხს.

მისივე თქმით, დაკავებულები სახელმწიფო გადატრიალებას ცდილობდნენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

„კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს მთელი თვეების განმავლობაში პიარკამპანია ჰქონდათ გაჩაღებული, რომ აპირებდნენ სახელმწიფო გადატრიალებას. ამას ხელს უწყობდნენ უცხოეთიდან თავიანთი პატრონები, დამფინანსებლები. მთავარი მოტივი იყო ის, რომ ხელისუფლებაში მოეყვანათ თავიანთი აგენტურის წარმომადგენლები ყველანაირ ფასად, თუნდაც სისხლის დაღვრით, რევოლუციის მოწყობით, ხელისუფლების დამხობით. ახლაც გრძელდება ეს შემოტევები, მუქარები, შანტაჟი. ამ ადამიანებმა გადაწყვიტეს ამ ყველაფრის
სისრულეში მოყვანა, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნული მსჯავრდებულები თუ მოინანიებენ დანაშაულს, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს.

„ეს იყო ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული. დაკავებულები არიან კონკრეტული ადამიანები, თუმცა დღეს ვხედავთ გარკვეული პირების მხრიდან მონანიებას, დანაშაულის აღიარებას. საქართველოს ხელისუფლებაც იქცევა შესაბამისად და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ძალიან მძიმე დანაშაული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791536100

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვისაუბრეთ როგორც ტრამპთან ხანმოკლე გასაუბრების დროს, ასევე რუბიოსთან

„ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, თავდასხმები აღარ არის, არსებითად გაჯანსაღებულია ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნა...

ირაკლი კობახიძე

1791535381

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საზოგადოებამ უკვე ისწავლა, რომ საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღება ევროპარლამენტის არც დებატებს, არც დოკუმენტებს, საერთოდ არ არის ეს ინსტიტუცია საინტერესო, იმდენად დაემსგავსა ის საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს

საზოგადოებამ უკვე ისწავლა, რომ საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღება ევროპარლამენტის არც დებატებს, არც დოკუმენტებს, საერთოდ არ არის ეს ინსტიტუცია საინტერესო, იმდენად დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს ს...

ირაკლი კობახიძე

1791534869

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ანაკლიის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი ინვესტორების მხრიდან, ჩვენთვის მთავარია, მაქსიმალურად მოგებიანი ხელშეკრულება დავდოთ ანაკლიის ტერმინალების ოპერირებასთან დაკავშირებით და ეს იქნება აბსოლუტურად ღია პროცესი

„ანაკლიის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი ინვესტორების მხრიდან, კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, ყველას აქვს ინტერესი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გა...

ირაკლი კობახიძე

1791534810

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტის რეზოლუციები უხარისხო, უშინაარსო და დაუსრულებელ ვენესუელურ ტელენოველებს დაემსგავსა, სადაც ვერც თავს და ვერც ბოლოს გაიგებ

„ევროპარლამენტის რეზოლუციები უხარისხო, უშინაარსო და დაუსრულებელ ვენესუელურ ტელენოველებს დაემსგავსა, სადაც ვერც თავს და ვერც ბოლოს ვერ გაიგებ“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის...

ნიკოლოზ სამხარაძე

1791534233

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის ერთადერთი რამ არის საინტერესო, როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ

„ჩვენთვის ყველასთვის, მთლიანად გუნდისთვის, მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის ერთადერთი რამ არის საინტერესო, როცა საქმე ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩვენ გვინდა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა და...

ირაკლი კობახიძე