შალვა პაპუაშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში აჩვენებს სიმართლეს და ამხელს ბრიუსელის მავნე მიზნებს

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ ბანალურ ჭეშმარიტებას - როდესაც საქმე ეხება ობიექტურ შეფასებებს, რომელიც ეფუძნება რაიმე თვლად და სამართლიან კრიტერიუმებს, საქართველო ყოველთვის არის ლიდერი და მათ შორის უსწრებს ხოლმე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ეს ანგარიშიც ამის დასტურია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მოწინავე პოზიციაზეა.

როგორც შალვა პაპუაშვილი აღნიშნავს, ყველა ასეთი ანგარიში წინა პლანზე წევს ევროკავშირის კამპანიას, რომლის მიზანიც ქართველი ხალხი გაშავებაა.

„როგორც კი ხდება ობიექტური შეფასება ევროკავშირის წევრების ნახევარზე წინ ვართ. აღარაფერი ვთქვათ კანდიდატ ქვეყნებზე. ამიტომ, ყოველი ასეთი ანგარიში კვლავ გვაფიქრებინებს იმ კოორდინირებულ დეზინფორმაციის კამპანიაზე, რომელსაც ბრიუსელი აფინანსებს და თავადაც ახორციელებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხი გააშავოს, წარმოაჩინოს კაციჭამიებად და უღირს ხალხად.

ამაში ხარჯავს ბრიუსელი დღეს ფულს, ამაში ხარჯავს თავის პოლიტიკურ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ მოხდეს ქართველი ხალხის გაშავება, მაგრამ ყოველ ჯერზე ამგვარი კვლევები და ანგარიშები ამხელს ბრიუსელის, მისი ემისრების მავნე მიზნებს და აჩვენებს სიმართლეს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1791536123

ახალი ამბები

კახა კალაძე: ევროპარლამენტის ფუნქცია გაუფასურებულია, მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს, რადგან ტყუილებით არის გაჯერებული

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ევროპული საკანონმდებლო ორგანოს ფუნქცია გაუფასურებულია. როგორც მან მედიასთან საუბრისას გან...

კახა კალაძე

1791536100

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვისაუბრეთ როგორც ტრამპთან ხანმოკლე გასაუბრების დროს, ასევე რუბიოსთან

„ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა აღდგება, თავდასხმები აღარ არის, არსებითად გაჯანსაღებულია ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნა...

ირაკლი კობახიძე

1791535381

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: საზოგადოებამ უკვე ისწავლა, რომ საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღება ევროპარლამენტის არც დებატებს, არც დოკუმენტებს, საერთოდ არ არის ეს ინსტიტუცია საინტერესო, იმდენად დაემსგავსა ის საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოს

საზოგადოებამ უკვე ისწავლა, რომ საერთოდ არ უნდა მიაქციოს ყურადღება ევროპარლამენტის არც დებატებს, არც დოკუმენტებს, საერთოდ არ არის ეს ინსტიტუცია საინტერესო, იმდენად დაემსგავსა საბჭოთა კავშირის უზენაეს ს...

ირაკლი კობახიძე

1791534869

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: ანაკლიის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი ინვესტორების მხრიდან, ჩვენთვის მთავარია, მაქსიმალურად მოგებიანი ხელშეკრულება დავდოთ ანაკლიის ტერმინალების ოპერირებასთან დაკავშირებით და ეს იქნება აბსოლუტურად ღია პროცესი

„ანაკლიის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი ინვესტორების მხრიდან, კონკრეტული სახელმწიფოების მხრიდან, ყველას აქვს ინტერესი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გა...

ირაკლი კობახიძე

1791534810

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: ევროპარლამენტის რეზოლუციები უხარისხო, უშინაარსო და დაუსრულებელ ვენესუელურ ტელენოველებს დაემსგავსა, სადაც ვერც თავს და ვერც ბოლოს გაიგებ

„ევროპარლამენტის რეზოლუციები უხარისხო, უშინაარსო და დაუსრულებელ ვენესუელურ ტელენოველებს დაემსგავსა, სადაც ვერც თავს და ვერც ბოლოს ვერ გაიგებ“, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის...

ნიკოლოზ სამხარაძე