კახა კალაძე: მოქალაქეებს რომ არ მიეცათ სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის უფლება, ბრიტანეთის ელჩისთვის ზუსტად ესაა პრობლემა
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბრიტანეთის ელჩისთვის პრობლემაა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო „გამჭვირვალობის შესახებ კანონი“ და მოქალაქეთა ნაწილს არ მიეცა სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციების მოწყობის უფლება.
ამის შესახებ მან ბრიტანეთის ელჩის მიერ მიღებაზე გაკეთებული განცხადების შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
„მათ აქვთ თავიანთი ინტერესი. ჩვენ მივიღეთ „გამჭვირვალობის კანონი“, რომელიც მოითხოვს, რომ უცხოეთიდან შემოსული თანხა, რომელიც წლების განმავლობაში შემოდიოდა და ხმარდებოდა აგენტურულ ქსელს, რევოლუციების მოწყობას, ძალადობრივი ჯგუფების შექმნას, ეს უკვე შეუძლებელია. დღეს ყველა შემოსული თანხა უნდა იყოს გაშიფრული: სად შემოდის ეს თანხა, ვისგან შემოდის და რა კონკრეტულ პროექტზე იხარჯება. დღეს მათ ეს შეზღუდვა აქვთ და ეს უდიდესი პრობლემაა, რადგან თავისუფლად ვერ რეაგირებენ, თავისუფლად ვერ მოქმედებენ.
რა პრობლემაა დღეს ქვეყანაში, შექმნა პოლიტიკური პარტია და აწარმოო შენი პოლიტიკა. მოქალაქეებს რომ არ მიეცათ სახელმწიფო გადატრიალების და რევოლუციის მოწყობის უფლება, ბრიტანეთის ელჩისთვის ზუსტად ეგაა პრობლემა. იმაზე არიან განაწყენებული, რომ შავი ფული თავისუფლად ვერ შემოაქვთ ქვეყანაში; იმაზე არიან განაწყენებული, რომ შავი ხვრელები ვერ აღმოაჩინეს, რათა თანხები შემოიტანონ და მოახმარონ რევოლუციურ სცენარს და სახელმწიფო გადატრიალებას. ეს არის მარტივი მოცემულობა, რომელსაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ძალიან კარგად ხედავს და აფასებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1781870816
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: სრული აბსურდია, რომ ვინმეს ყურადღება არ ექცევა დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში, საზოგადოება არ იღებს ასეთ ტყუილს
„სრული აბსურდია, რომ ვინმეს ყურადღება არ ექცევა დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში. საზოგადოება არ იღებს ასეთ ტყუილს“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნ...
1781870421
ახალი ამბებისაქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ტაჯიკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ კოჰირ რასულზოდას შეხვდა. პირისპირ შეხვედრისას, ხაზი გაესვა ტაჯიკეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტის...
1781868965
საზოგადოებაკახა კალაძე: ყველამ კეთილი უნდა ინებოს და განსხვავებული მოსაზრება გადმოსცეს შეურაცხყოფის გარეშე
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა უნდა მიეჩვიოს განსხვავებული აზრის გადმოცემას მისაღები ფორმით, შეურაცხყოფის გარეშე. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ს...
1781867268
საზოგადოებაირაკლი კირცხალია: ყველა კანდიდატს და მათ შორის ჩემს ქვეყანას ვუსურვებ იმ კავშირში გაწევრიანებას, სადაც ქვეყნის ღირსებას სცემენ პატივს და არა ისეთ კავშირებში, სადაც განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში ვხედავთ ამორალურ მიდგომებს
ვუსურვებ ყველა კანდიდატ და მათ შორის ჩემს ქვეყანას იმ კავშირში გაწევრიანებას, სადაც ქვეყნის ღირსებას სცემენ პატივს და არა ისეთ კავშირებში, სადაც განსაკუთრებით უკრაინასთან მიმართებაში ვხედავთ ამორალურ...
1781866741
საზოგადოებაირაკლი კირცხალია სააკაშვილის განცხადებაზე: დღეს ამერიკით დაგემუქრება, ხვალ სხვა ქვეყნით. დღეს უკრაინელია, ხვალ ქართველია, ზეგ შეიძლება რუსი აღმოჩნდეს - მისი თითოეული განცხადება არის კომიკური
მიხეილ სააკაშვილის განცხადებების შეფასებისას, ალბათ კომიკურ ჟანრში გადავალთ. სერიოზულ შეფასებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ თუ მაინც დაჟინებულად მთხოვთ სერიოზულად შევაფასო - ეს არის მორალისგან დაცლილი, სისხ...



























